უზენაესმა სასამართლომ ახალი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა910 2012.11.23
უზენაესმა სასამართლომ ახალი მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). მოცემულ საქმეზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰ. ს. დ-სა და გ. კ-ს შორის 2009 წლის 30 ივლისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით. მსესხებელმა ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის, სარჩელის აღძვრამდე საპროცენტო სარგებლისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,3%-ის გ. კ-სათვის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ გადახდილი ჰქონდა 27 875 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის პოზიცია არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 5%-ს; ამდენად, სასამართლოს აზრით, გ. კ-ი 2010 წლის 30 სექტემბრამდე საპროცენტო სარგებელს იხდიდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცება არ გაიზიარა და განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, მაგრამ, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, რაც, სკ-ის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შეთანხმების საგანია, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან სესხის ძირითადი თანხის დაფარვამდე მოპასუხეს დაეკისროს სარგებელი - 50000 აშშ დოლარის 5%, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მოცემულ საქმეზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰ. ს. დ-სა და გ. კ-ს შორის 2009 წლის 30 ივლისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით. მსესხებელმა ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის, სარჩელის აღძვრამდე საპროცენტო სარგებლისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,3%-ის გ. კ-სათვის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ გადახდილი ჰქონდა 27 875 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის პოზიცია არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 5%-ს; ამდენად, სა