რა დაევალება ახალ კომისიას შრომითი ურთიერთობების დარეგულირების საკითხში?929 2012.11.21
რა დაევალება ახალ კომისიას შრომითი ურთიერთობების დარეგულირების საკითხში?
“შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისი” ეს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივაა, რომელიც არა მუდმივ, არამედ დროებით სახეს მიიღებს და გარკვეული ამოცანების შესრულება და ურთიერთობების დარეგულირება დაევალება. კომისიის დებულება კი განსაზღვრავს, რომ შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია არის საქართველოს პრემიერმინისტრთან არსებული დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. კომისიის ძირითადი ამოცანებს წარმოადგენს: ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, აღნიშნული პრობლემების წარმოშობის მიზეზების გამოკვლევა და შესაბამისი ანალიზი; დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მხარეთა მორიგების ხელშეწყობა და მათ შორის შრომითი ურთიერთობების აღდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. რაც შეეხება იმ მინიჭებულ ფლებებს, რომლის ფარგლებშიც კომისიას შეეძლება მოქმედება: კომისია უფლებამოსილია მისი კომისიის მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებლებთან შეხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათთან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შეჩერების მიზეზები; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამის დოკუმენტაციას; შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები მხარეთა მორიგებისა და შრომითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები.