უზენაესი სასამართლო – სააღსრულებო საფასურის დაკისრებასთან დაკავშირებით832 2012.11.04
უზენაესი სასამართლო – სააღსრულებო საფასურის დაკისრებასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასააღსრულებოსაფასურისდაკისრებასთანდაკავშირებით (საქმე #ბს-818-812(კ-11)). აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა შპს «…» სარჩელს, რომლითაც მან მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ აღიარება, საინკასო დავალების გაუქმება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შპს «…» სასარგებლოდ უდავო წესით ჩამოწერილი 7292,40 ლარის გადახდის დაკისრება.