რა იცით კანონზე – დიზაინის შესახებ?1060 2012.10.20
რა იცით კანონზე – დიზაინის შესახებ?
კანონი რომ უკლებრივ ყველა საკითხს მოიცავს, ეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს გაოცების საგანს. დღეს კი მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო დიზაინის საკითხზე, რომელიც ასევე მოექცა კანონიერ ჩარჩოში და საკმაოდ საინტერესო, საჭირო და სამართლიანი ფორმულირებაც მიიღო. რაღა თქმა უნდა როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ პირველ რიგში გაგვახსენდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრინციპი. – საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას;აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დიზაინი არისმთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღები და დასამახსოვრებელია –დიზაინიექვემდებარებადაცვას,თუმასაქვსსიახლედაინდივიდუალურია. დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი. დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა საქპატენტში შეტანილი ან საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებული დიზაინი, თუ იგი გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება, მაგრამ რომელზე განაცხადსაც აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდება. ხოლო ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის დადგენის თარიღამდე. დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი. თანადიზაინერთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანადიზაინერები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კანონი – დიზაინის სესახებ. დაიცავით კანონი და იგივე მოითხოვეთ სხვისგანაც, რომ თქვენი ყველანაირი ნაშრომი იყოს დაცული.