სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა სისხლის სამართალში.862 2012.10.20
სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა სისხლის სამართალში.
მსურს გესაუბროთ საქართველოს კანონზე, რომელშიც თავმოყრილია საკანონმდებლო ნორმები სისხლისსამართლისსფეროშისაერთაშორისო თანამშრომლობისშესახებ. ამ სფეროში სახელმწიფოთ შორისი დახმარების აღმოჩენა მართლაც მნიშვნელოვანი გარემოებაა, თვითონ სფეროს პრობლემატურობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სახელმწიფო უარს განაცხადებს მის დაბრუნებაზე. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციის და სხვა მასალების გამოყენება დაუშვებელია სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში. არსებობს სამართლებრივ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლებიც:

  • სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;
  • სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
  • დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს;
  • სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს;
  • დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი.