ერთი ნივთის რამდენჯერმე გაყიდვა – უფლებაა თუ დანაშაული?887 2012.10.19
ერთი ნივთის რამდენჯერმე გაყიდვა – უფლებაა თუ დანაშაული?
საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირზე – ეს სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, თაღლითობაა თუ სამოქალაქო სამართლებრივი უფლება, რომელიც ენიჭება გამყიდველს და მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი კი ასე გამოიყურება: „თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.“