როგორ ანაზღაურებენ თქვენს შრომას?803 2012.10.19
როგორ ანაზღაურებენ თქვენს შრომას?
„შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ – ამ სიტყვებით იწყება საქართველოს შრომის კოდექსის, შრომის ანაზრაურებისადმი მიძღვნილი თავი. როგორც ხვდებით, ხელსეკრულება აქ უდიდეს და უმთავრეს როლს ასრულებს. ეს არის თქვენი დაცულობის გარანტიც და ვალდებულებათა კრებულიც. უნდა მტკიცება იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის კარგად შესწავლა? თქვენი უფლებების დაცვას კანონი უკეთ მოახერხებს, თუამაში თქვენც შეიტანთ წვლილს. შეასრულებთ მოვალეობებს და სხვისგანაც მოითხოვთ იგივეს.