რა საქმეები განიხილება სასამართლოში უდავო წარმოებით939 2012.10.19
რა საქმეები განიხილება სასამართლოში უდავო წარმოებით
სამოქალაქო სამართალში გვხვდება ისეთი საკითხი, როგორიცაა უდავო წარმოება. მისი მნიშვნელობა და შინაარსი კი გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. მისი წარმოება ბევრად უფრო გამარტივებულია, ვიდრე სხვა ძირითადი სამოქალაქოსამართლებრივი საქმეები. სასარჩელო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ასეთი კატეგორიის საქმეზე არა აქვს ადგილი დავას მხარეთა შორის უფლების თაობაზე.დაინტერესებული პირი სასამართლოს მიმართავს კონკრეტული ფაქტის დასადგენად და არ უჩივის სხვა პირს.