როგორია პატიმრისთვის ამანათის გაგზავნის წესი და პროცედურა ?852 2012.10.19
როგორია პატიმრისთვის ამანათის გაგზავნის წესი და პროცედურა ?
პატიმრობა საზოგადოებისგან სრულიად მოწყვეტას რომ არ ნიშნავს აქამდეც ბევრჯერ აღმინიშნავს. და იმასაც გავიმეორებ რომ სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს დამნაშავის რესოციალიზაციას. ახლა კი მინდა იმ მოქალაქეებს მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვინც აპირებთ პატიმარი ახლობლისთვის ამანათის გაგზავნას. პირველ რიგში თქვენ უნდა მიხვიდეთ საქართველოსფოსტის ნებისმიერ ფილიალში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადგილზე კი თქვენ შეავსებთ სპეციალურ განაცხადს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ამანათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 40 კილოგრამს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გადაეცემა მსჯავრდებულს/ბრალდებულს, შეინახება დაწესებულების ადმინისტრაციაში ან დაუბრუნდება გამგზავნს.