ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება974 2012.10.19
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
მიუხედავად უამრავი საკანონმდებლო აქტის შემუშავებისა, მათი პრაქტიკაში დამკვიდრებისა თუ ნებისმიერი სიხშირის პრევენციისა, ტრეფიკინგი მაინც აქტუალურ საკითხად რჩება და ეს დანაშაული კვლავ მძვინვარებს. შეგახსენებთ, რომ ტრეფიკინგი ეწოდება ძალისმიერი საშუალებების გამოყენებით, მოტყუებით, ძალდატანებით, ფულადი დაპირებებით პიროვნებაზე კონტროლის განხორციელებას. ადამიანის ექსპლუატაციაშიშედის პროსტიტუციის ან რაიმე სხვა სახის სექსუალური ექსპლუატაცია. ძალდატანებითი მუშაობა ან საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მონობა ან მონური ყოფა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.