სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას1703 2022.05.10
სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

 

თანამედროვე რეალობაში, საკონტიტუციო მართლმსაჯულების არსებობა დემოკრატიული სახელწიფოებისთვის უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რაც აიხსნება იმით, რომ ის ეფექტური გზაა მთლიანი სასამართლო სისტემის სრულყოფისა და განვითარებისთვის. ამასთანავე, პრობლემურია ე. წ. ,,პოლიტიკური მართლმსაჯულებისა’’ და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალურობის საკითხი. სამართალსა და პოლიტიკას შორის არსებულ კავშირს ცხადია არავინ უარყოფს, პირიქით, სწორედ სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციური მართმსაჯულება ახორციელებს კონტროლს  პოლიტიკაზე. ამავე დროს, ამ კონტროლმა სასამართლო არ უნდა აქციოს პოლიტიკურ ორგანოდ და სწორედ ამიტომ ,,პოლიტიკის იურიდიზაციისა’’ და ,,სამართლის პოლიტიზაციის’’ საკითხი  დღეს მნიშვნელოვან გამოწვევათა სიის საათავეშია.

საქართველოში კონსტიტუციონალიზმის უკვე ერთსაუკუნოვანი გამოცდილება არსებობს, კონსტიტუციას  კი ნებისმიერ დროს  აუცილებლად სჭირდება დაცვის კონკრეტული გარანტიები, ჩვენს ქვეყანაში 1996 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა, ცალსახად მოწმობდა იმას, რომ სახელმწიფოს სურდა მარშალისეული ,,ცოცხალი კონსტიტუციის’’ იდეის სამართალწარმოებაში რეალიზება.  

ცხადია, რომ  კონსტიტუციური მართლმსაჯულება უნდა გვევლინებოდეს კანონმდებლობის რეალურ და არა ფორმალურ კონტროლიორად. დღევანდელი რეგულირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებს თვითბოჭვის პრინციპის მიხედვით. იგი არ ერევა პოლიტიკურ საქმიანობაში და არ შეუძლია  რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ქმედების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის განხილვა, რამდენად სწორია ამ უფლების არქონა სადავო საკითხია, თუმცა ისტორიულმა გამოცდილებამ  აჩვენა, რომ სასამართლოსთვის ამგვარი უფლების მინიჭებამ იგი შეიძლება აქციოს ჩვეულებრივ პოლიტიკურ სუბიექტად, რაც ისტორიულად გამხდარა კიდეც სახელმწიფოსთვის დესტაბილიზაციის მიზეზი.

აქვე ცალსახაა, რომ წარმოუდგენელია საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტურად ჰქონდეს გაწყვეტილი კავშირი პოლიტიკასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რეფერენდუმისა და არჩევნების საკითხს. შესაბამისად, სწორედ ასეთ ვითარებაში უნდა მიიღოს მან სამართლებრივად სწორი, მიუკერძოებელი და კონსტიტუციასთან შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც აღმოიფხვრება  და გამოსწორდება პოლიტიკურ პროცესში დაშვებული ხარვეზი და ამ დროს არ არის უპირატესი იმაზე ფიქრი თუ რა გავლენას იქონიებს გადაწყვეტილება მასში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებზე. ამავე დროს, პოლიტიკის დინამიურობასთან  შედარებით, სამართალი უფრო სტატიკური და რაციონლაურია,შესაბამისად,საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი პოლიტიკური პროცესის კორექტირება უნდა განახორციელოს ისე რომ არ შეზღუდოს პოლიტიკის თავისუფალი არეალი.

საკონსიტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ შემთვევაში უნდა დარჩეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება და დაუშვებელია მისი ,,დაძლევის’’ ბერკეტი 

გააჩნდეს პარალმენტს ან ხელისუფლების რომელიმე შტოს. მიუხედავად იმპერატიული ნორმის არსებობისა,რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ისჯება კანონით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში რამდენიმე პრეცედენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგალითისთვის გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც 2001 წელს პარალამენტმა არ შეასრულა გადაწყვეტილება და არ შეუწყვიტა ბათილად გამოცხადებული არჩევნების შედეგად არჩეულ პირებს პარლამენტის წევრის სტატუსი,რაც მიუთითებს იმაზე,რომ საკონსტიტუციო კონტროლის არსებობის ისტორიაში პარლამენტი ცდილობდა დაეძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კონფლიქტი სამართალსა პოლიტიკას შორის მუდმივად აქტუალურია და ეჭვგარეშეა, ისიც რომ საქართველოს საკონტიტუციო სასამართლო ახალგაზრდა ორგანოა, რომელსაც სჭირდება მრავალფეროვანი სასამართლო პრაქტიკა. თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში მოქმედებს პრინციპი, რომელიც ,,judicial self-restraint’’ -ის სახელით არის ცნობილი.ამ პრინციპის თანახმად, ხელისფულების სამივე შტომ უნდა დაიცვას უფლებამოსილებათა ის საზღვრები, რომლებიც კონსტიტუციითაა დადგენილი. ამასთან მართალია, პრინციპი მოსამართლეს უკრძალავს ,,აკეთოს პოლიტიკა’’ თუმცა იგი არ ემსახურება სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების მიზანმიმართულ შეზღუდვას, პირიქით, ამ პრინციპით დგინდება, რომ სამართალი პოლიტიკური ინიციატივების განსახორციელებლი ინსტრუმენტი არაა  და ,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არა პოლიტიკურ არამედ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.’’

ამიტომაც, სასამართლო უნდა ადგენდეს თავის გადაწყვეტილებებში მსგავსს, თუმცა სამართლიან და მიუკერძოებელს სტანდარტს, შესაბამისად დაუშვებელია სუბიექტურმა გარემოებებმა განაპირობოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება პლენუმის მიერ. აქიდან გამომდინარე ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა გადაწყვეტილებებისთვის ზოგადსავალდებულო პრეცედენტული ხასიათის მინიჭებაა. 

კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება,რომელიც არა მხოლოდ კავშირში იქნება პოლიტიკასთან, არამედ უშუალოდ პოლიტიკური მნიშვნელობის გავლენას იქონიებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მოგვევლინება  პოლიტიკურ ორგანოდ. ამის პარალელურად დაუშვებელია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ან ორგანოებმა ბოროტად და მიზანმიმართულად  ისარგებლონ იმ უფლებით, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განსაზღვრას და კანონთა ცვლილების საშუალებას ანიჭებს. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს რომ პარლამენტმა ეს უფლება არ გამოიყენოს მუქარის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად. 

სადავო არ უნდა იყოს ის, რომ სამართალგანვითარების პროცესში სირთულეები და პრობლემები გასაკვრირი არ არის,თუმცა მათ აღმოსაფხვრელად მუშაობა არ უნდა შეჩერდეს. ამიტომაც ქართული საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ორგანოა, მუდმივად უნდა მიიწევდეს განვითარებისკენ. სამართალისა და პოლიტიკის გამიჯვნის დროს ყოველთვის მნშვნელოვანია იმის გააზრება რომ ,,სამართალი არ არის პოლიტიკის შედეგი, მაგრამ პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს 

სამართალშემოქმედების პროცესზე.’’ დღესდღეისობით, შეიძლება ითქვას რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე განსახილველად დგას მთელი რიგი საკითხები, არჩევანი კი მარტივია, მიუკერძოებელი, სამართლიანი და რაციონალური გადაწყვეტა, გარდამტეხი იქნება ამ ორგანოს განვითარების ისტორიაში.

 

ბიბლიოგრაფია

  1. გეგენავა დ. საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი სისტემური პრობლემები, თბილისი, 2012.

  2. კახიანი გ. საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი და მისი ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში: კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი, თბილისი, 2008.

  3. ზოიძე ბ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პირობები(ზოგადი მიმოხილვა და საქართველოში არსებული მდგომარეობა), ჟურნ.,,ადამიანი და კონსტიტუცია’’,№4, 2004.

  4. ხუბუა გ, საკონსტიტუციო სასამართლო სამართალსა და პოლიტიკას შორის.

  5. ხუბუა გ. სამართლის თეორია, თბილისი, 2015.

  6. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი.

 

ავტორი: ანა აფრიდონიძე  

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.