წუთობრივად გამოთვლილი საპროცესო ვადები2022 2012.10.19
წუთობრივად გამოთვლილი საპროცესო ვადები
იცით რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ვადების წუთობრივ გამოთვლასაც ითვალისწინებდა? ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.