„სისხლიანი“ სამართალი858 2012.10.19
„სისხლიანი“ სამართალი
სამართალის არსებობის საჭიროება, მისი აღსრულების მექანიზმებტან ერთად, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იდგა დღის წესრიგში. რა თქმა უნდა მაშინ ყველაფერი რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელობისგან. საკანონმდებლო სისტემები ეყრდნობოდა ფილოსოფოსთა, განსწავლულთა შეხედულებებსა და ნაშრომებს; დამოკიდებული იყო ხალხის მოთხოვნებზე, რომ მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის და ქონების დაცვაც. როგორც ამბობენ, პირველი კანონის სახელი შუმერებს უკავშირდებათ. ისტორია გვამცნობს, უძველეს დროში ჩვენი წინაპრები თურმე ერთმანეთისგან არ გამოარჩევდნენსისხლის და სამოქალაქო სამართალს და მათ ერთ დარგად მოიზრებდნენ. რაღა თქმა უნდა, თითოეული კანონის შემდგომი არსებობა იმაზე იყო დამოკიებული, თუ როგორი იქნებოდა მისი აღსრულების მექანიზმი. ძველ დროს კი დასასჯელად საკმაოდ სასტიკი მეთოდები გამოიყენებოდა, რომელიც ადამიანის სიკვდილით დასჯას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასაც მოიცავდა. თუმცა ძველ დროს რომ თავი დავანებოთ და უახლეს წარსულს რომ გადავხედოთ, დავინახავთ რომ არაადამიანური მოპყრობა კვლავაც აქტუალურია.