საინტეროსო ანდერძები1489 2012.10.18
საინტეროსო ანდერძები
ჩვენსსამყაროშიუამრავიუცნაურიდასაინტეროსოფაქტიხდება,ამშემთხვევაშიგთავაზობთ,რამოდენიმეანდერძს,რომლებიც ნამდვილად გამორჩეულია თავისი შინაარსით.

1.საკმაოდ დიდი ანდერძი შეადგინა აშშ-ს რიგით მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა. ქონებასთან დაკავშირებული მითითებები მიმობნეული იყო ამერიკის ისტორიის შესახებ მსჯელობაში. ანდერძის თანახმად, ჯეფერსონის მემკვიდრეები დანატოვარის წილს მიიღებდნენ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი თავის მონებს გაათავისუფლებდნენ. 2.მძიმე მწეველმა, სამუელ ბრატმა, თავისი უკანასკნელი სურვილი შურისძიებად აქცია. იმის გამო, რომ ცხოვრებაში თავისი ცოლი სიგარეტის მოწევის უფლებას არ აძლევდა, ანდერძში მან ცოლს დაუტოვა 330000 ფუნტი, მხოლოდ ერთი პირობით: დანატოვარის მიღებისათვის ქვრივი ვალდებული იყო დღეში 5 ღერი სიგარეტი მოეწია. 3.ჰენრი ფორდის ანდერძის მიხედვით 500 მილიონი დოლარი უნდა განაწილებულიყო 4157 სასწავლო და საქველმოქმედო დაწესებულებებს შორის. ეს არის ერთი კაცის მიერ დატოვებული ყველაზე დიდი რაოდენობის ნაღდი ფული. 4.გასაგებად ყველაზე რთული ანდერძი შეადგინა ცნობილმა ფიზიკოსმა, ნილს ბორმა. ანდერძში იყო იმდენი სპეციალური ტერმინი და რთული ფრაზეოლოგიური გამოთქმა, რომ მისი გაშიფრვისთვის იძულებულები გახდნენ გამოეძახათ ექსპერტ-ლინგვისები. 5.ჯინ რედენბერმა, “Star Trek”-ის შემქმნელმა, ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მოეხდინათ მისი სხეულის კრემაცია და გაეფანტათ კოსმოსში. 1997 წელს ესპანურმა თანამგზავრმა მიცვალებულის ფრეფლი ორბიტაზე გაიტანა და გაფანტა ატმოსფეროს ზედა ფენებში. 6.გაურკვეველია თუ ვინ მოკლა პუერტორიკოელი, ანჟელ პანტოია. მისი ძმის, კარლოცის, სიტყვებით ანჟელს უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო და თავის სახლში მყარად მდგარიყო ფეხზე, რაც შესრულებული იქნა მისი ნათესავების მიერ – ანჟელი დააბალზამირეს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ახლა ის დედამისის სახლში იმყოფება. 7.ერთი 1930 წელს გარდაცვლილი ქალთმოძულე ადვოკატის ბოლო სურვილი ბიბლიოთეკის შენება იყო, სადაც ყველა ნაწარმოები კაცის დაწერილი იქნებოდა და პერსონალიც მხოლოდ კაცებისგან შედგებოდა. ამისთვის მან 35 000 დოლარი დატოვა. მისმა ქალიშვილმა მემკვიდრეობით 5 დოლარი მიიღო. 8.1841 წელს ჰაინრიხ ჰაინემ ცოლად მოიყვანა ეუგენი მირატი, გაუნათლებელი, უხეში, ახლოს მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიის გამყიდველი. ანდერძის მიხედვით, ჰაინეს ცოლი მთელ ქონებას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ის მისი სიკვდილის შემდეგ გათხოვდებოდა. ჰაინეს თქმით, ასეთ შემთხვევაში ის დარწმუნებული იქნებოდა, რომ მისი სიკვდილი ერთ ადამიანს მაინც ეწყინებოდა.