მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ 421 2012.10.17
მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ
უზენაეს სასამართლოში 1 ნოემბერს, მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა…იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ოთხმა მოსამართლემ: ბიძინა სტურუამ, დავით ახალბედაშვილმა, ბადრი შონიამ და დავით ნარიმანიშვილმა წარმოთქვეს ფიცის ტექსტი და პირველად ჩაიცვეს მოსამართლის მანტია. ახალდანიშნულმა მოსამართლეებმა წარმატებით დაამთავრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეუდგებიან. ფიცის დადების ცერემონიას რუსთავის სკოლა-ლიცეუმის უფროსკლასელები დაესწრნენ. სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად მიიჩნევს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრებით კი აღნიშნული სკოლის მოსწავლეები უშუალოდ გახდნენ მოსამართლეთა საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღის მონაწილეები. წყარო: geonews.ge

სხვა სიახლეები
11 სექ

რამდენად კარგად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში?

05 ივნ

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

22 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

18 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

16 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“