აღსრულების ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავების უფლება ექნება1050 2012.10.17
აღსრულების ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავების უფლება ექნება
აღსრულების ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავების უფლება ექნება. საუბარია წინააღმდეგობის გაწევისა და აღსრულების პროცესში ხელის შეშლის შემთხვევებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილების ამოქმედების შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტისას, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, რომელიც აღსრულების პროცესს აფერხებს, ბიუროს თანამშრომელს პირის დაკავება შეეძლება. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, აღსრულების ბიუროს თანამშრომელს ადამიანის დასაკავებლად საპატრულო პოლიციის გამოძახება უხდებოდა, რაც აღსრულების პროცესში გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა.