ბავშვთა მიმართ ძალადობა2306 2012.10.17
ბავშვთა მიმართ ძალადობა
საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ მიუთითებს, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ისეთი ქმედებები, რომლებიც ბავშვის კანონმდებლობით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებებს ხელყოფს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა, ემოციური ძალადობა, სექსუალური ძლადობა, უგულებელყოფა. საქართველოს სამოქალქო კოდექსის მიხედვით ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი დაბადების მომენტიდან 18 წლის ასკამდე. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ბავშვის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. 7 წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა. მის უფლებას მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე) ახოლციელებს. 7-18 წლამდე ასაკი სბავშვი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა და მისი ნების გამოსავლენად აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო სრული ქმედუნარიანობა 18 წლის დადგომისთანავე წარმოიშობა. სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად მიიჩნევს და ადგენს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ ჩადენილი გარკვეული ქმედებისათვის, ან თუ ასეთი ქმედებებისათვის ზოგადად დადგენილია პოსუხისმგებლობა, უფრო ამკაცრებს ამ პასუხისმგებლობას მათი ბავშვის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად: მცირეწლოვანის გაუპატიურება ამძიმებს ზოგადად გაუპატიურებისათვის დადგენილ პასუხისმგებლობას. ასევე დასჯაიდია: სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი, გარყვნილი ქმედება, მამათმავლობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანისათვის ვენერული სენის შეყრა, ალიმენტის გადახდის ან შვილების რჩენისათვის ბოროტად თავის არიდება, შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება, ბავშვის შეცვლა; შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, ბავშვით ვაჭრობა.