მოწმე და მისი უფლება–მოვალეობები2457 2013.01.15
მოწმე და მისი უფლება–მოვალეობები
მოწმის სტატუსით ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაიკითხოს. ამ სიტყვის გაგონება ბევრ ადმიანში შიშსა და დაძაბულობას იწვევს, ამიტომაც მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ რას ნიშნავს მოწმე სისხლის სამართალში და რა უფლებები გააჩნია მას. მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება–მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. მოწმეს უფლება აქვს:
  • იცოდეს რა საქმის გამოა გამოძახებული;
  • თუ სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
  • გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებების და ცვლილებების შეტანა;
  • არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
  • მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
  • მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

გრადა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებისა, მოწმეს გააჩნია გარკვეული ვალდებულებებიც. მოწმე ვალდებულია:

  • გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
  • უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
  • არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
  • დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
  • სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სხდომათა დარბაზი;