სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ...1082 2024.03.09
სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ...

ხელშეკრულების არსი

პირველ რიგში, გავიხსენოთ, რას გულისხმობს ხელშეკრულების ცნება:

ხელშეკრულება არის მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგება.  მარტივად წარმოდგენისათვის, ის შედგება ოფერტისგან, ანუ შეთავაზებისგან და აქცეპტისგან, ანუ თანხმობისგან.

 

ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით სპეციალური ფორმა არ არის დადგენილი.  

 

მართალია, რომ ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, დავის შემთხვევაში, როგორც წესი, გვეხმარება გარიგების რეალური შინაარსის დადგენაში, თუმცა მაინც ძალიან ბევრი კითხვა და პრობლემა ჩნდება ხოლმე.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების დადებისას?

გთავაზობთ ზოგად რჩევებს, რომლებიც ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებისას გამოგადგებათ:

• ყურადღებით გაეცანით თითოეულ პირობას;

• დააზუსტეთ ყველა იმ ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც არ გესმით;

• დასვით კითხვები ორაზროვან პირობებთან დაკავშირებით;

და რაც მთავარია:

• გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან, ადვოკატთან.

 

კვალიფიციური კონსულტაცია დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ მოსალოდნელ საფრთხეებს და იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული და დაცული თქვენ მიერ გადასადგამ ნაბიჯთან დაკავშირებით.

 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.