კანონის უკუძალის აკრძალვა676 2022.02.27
კანონის უკუძალის აკრძალვა

 

ცნობილია, რომ ნებისმიერი კანონი განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მოქმედებს. კანონის მოქმედება დროში გულისხმობს კანონის ძალაში შესვლასა და მის ძალდაკარგულად აღიარების დროებს შორის მონაკვეთს.  თანდათანობით, საზოგადოების ცნობიერების ცვლილებასთან ერთად იცვლება კანონმდებლობაც, ახალი კანონი ცვლის ძველს, თუკი ორივე მათგანი ერთსა და იმავე ურთიერთობებს აწესრიგებდა. ძველი და ახალი კანონები, როგორც წესი, ერთმანეთს უპირისპირდებიან და საკითხს განსხვავებულად წყვეტენ. ასეთ შემთხვევაში ვაწყდებით კანონის უკუქცევის ძალის, ანუ უკუძალის გამოყენების საკითხს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკუძალის გამოყენება აკრძალულია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კანონის უკუძალის გამოყენება შეზღუდული არის არამარტო სისხლის სამართალში, რაზეც საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში, არამედ სამოქალაქო სამართალშიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. 

კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონი აძლევს პირს გარანტიას მხოლოდ ორ საკითხზე: 

1) ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არა აქვს უკუძალა; 

2) ქმედების დასჯადობის გამკაცრებას ქმედების ცადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა. 

მაშასადამე, თუკი ახალი სამართლის ნორმა აუარესებს პირის მდგომარეობას, აწესებს სასჯელს ან უკვე არსებულ სასჯელს ამძიმებს, მაშინ მისი გამოყენება აკრძალულია, ხოლო ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ის ნებადართულია. ეს განიმარტება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულებით, რომლის თანახმადაც ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. მეტად მნიშვნელოვანია კანონისთვის უკუძალის მინიჭება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ნორმა აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს არსებულ სასჯელს.ამასთან აღსანიშნავია, რომ თუკი ახალი კანონი აწესებს ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალ ვადებს ან განსხვავებულ წესს, მაშინ ამ ნორმას ექნება უკუძალა, განურჩევლად იმისა, აუმჯობესებს იგი პირის მდგომარეობას თუ არა. 

გამოდის რომ, თუ კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, იგი უნადა შემცირდეს ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. აღნიშნულს უფრო ნათლად დავინახავთ მაგალითის გამოყენებით. ვთქვათ, რაღაც დანაშაულისთის გათვალისწინებული იყო სასჯელი 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირი გასამართლდა მოცემული კანონით და მიესაჯა პატიმრობა 8 წლის ვადით. შემდგომ კი გამოვიდა ახალი კანონი, რომლის საფუძველზეც ამავე დანაშაულისთის სასჯელის მაქსიმუმად განისაზღვრა 5წელი. ასეთ დროს პირს შეუმცირდება სასჯელი ახალი კანონის მაქსიმუმამდე, ანუ 8 წლის ნაცვალდ მისი პატიმრობის ვადა განისაზღვრება 5 წლით.  როგორც მაგალითიდანაც ჩანს, უკუძალაზე საუბრისას ხანდაზმულობის ვადების ათვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

გიორგი ხუბუა, ,,სამართლის თეორია“ (2015წ)

მერაბ ტურავა, ,,სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ , მე-9 გამოცემა, 2013წ

საქართველოს კონსტიტუცია

სისხლის სამართლის კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

 

ავტორი: მაია მარკოიძე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე3 სტუდენტი. 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

სხვა სიახლეები
15 იან

ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?

09 იან

ინტერნეტ სამართალი და კიბერუსაფრთხოება

12 დეკ

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

12 დეკ

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით

03 აგვ

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ