ჯგუფური დანაშაული და მასთან დაკავშირებული ქმედების კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები1130 2022.02.27
ჯგუფური დანაშაული და მასთან დაკავშირებული ქმედების კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები

საქართველოში სისხლის სამართლის პრობლემების კვლევის დაწყების დროიდან დღემდე მნიშვნელოვანია  ჯგუფური დანაშაულისა და მასთან დაკავშირებული ქმედების კვალიფიკაციის პრობლემური საკითხების განხილვა და მათი გადაწყვეტა. მიუხედავად მისი შესწავლისა, კვლავაც  ბუნდოვანია  გადაჭრის გზა. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ჯგუფურ დანაშულს 27-ე მუხლს უთმობს.რეალურად, ლოგიკურია,რომ პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება უფრო მეტ საზოგადოებრივ საშიშროებას წარმოადგენს,ვიდრე ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული,რადგან დანაშაულში რამდენიმე პირის მონაწილეობა აადვილებს მის ჩადენას.თემის აქტუალურობა წარმოადგენს იმას,რომ არსებობს ჯგუფურ დანაშაულთან დაკავშირებული ქმედების კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები,რომელიც გვხვდება როგორც კანონმდებლობაში, ისე სასამართლო პრაქტიკაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ პრობლემების აღმოჩენა და შემდეგ მათთან გამკლავება, ეს ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი მეტად რთული გზის გავლას გულისხმობს.

ვისაუბროთ,ჯგუფურობაზე,როგორც ქმედების ძირითადი შემადგენლობის ნიშანზე.  თანაამსრულებლობის ობიექტური წინაპირობაად მიიჩნევა თითეული მონაწილის მიერ საერთო გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ქმედებით დანაშაულის ჩადენაში საჭირო წვლილის შეტანა.  ჯფური დანაშაულისთვის აუცილებელია არა მარტო ობიექტური,კერძოდ ორი ან მეტი პირის ერთობლივი მოქმედება ობიექტური შემადგენლობის განხორციელეისას,არამედ ობიექტური ნიშნის არსებობაც. რა მოიაზრება ამ უკანასკნელში? დანაშაულის ჩამდენ პირებს შეცნობილი უნდა ჰქონდეთ ერთობლივად მოქმედების ფაქტის სამართლებრივი მნიშვნელობა. აუცილებელია სისხლის სამართლის სუბიექტებმა იცოდნენ,რომ ისინი დანაშაულის ჩადენისას მარტონი არ არიან. მაგალითად, მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, ან ორი ან მეტი პირისა,მეტი ხარისხის უმართლობაა,ვიდრე მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ერთი პირის მიერ.

დღემდე დაუმუშავებელია ერთი სადავო საკითხი,რომელიც ეხება ქმედების კვალიფიკაციას. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა ქმედების კვალიფიკაცია,როგორც ჯგუფური დანაშაულისა,როცა რომელიმე დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას ასრულებს რამდენიმე პირი, ამ პირთაგან კი მხოლოდ ერთი არის სისხლის სამართლის სუბიექტი,ხოლო დანარჩენები კი არ ითვლებიან სისხლის სამართლის სუბიექტებად უასაკობის ან ფსიქიკური დაავადების გამო? მოვიყვანოთ სასამართლო პრაქტიკის ერთ-ერთი მაგალითი, არასწულწლოვანი ნ.თ-ძემ და გამოიძიებით დაუდგენელმა სამმა სხვა პირმა დააზიანა ქუჩაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატი,კონკრეტული აპარატიდან მიისაკუთრეს მასში არსებული თანხა.ეს ყოველივე შეამჩნიეს პოლიციის მუშაკებმა, როდესაც განიზრახეს მათი დაკავება,  ოთხი პირიდან მხოლოდ არასრულწლოვანი ნ.თ-ძე დააკავეს,დანაარჩენი სამი კი გაიქცა. არასრულწლოვანი თავს დამნაშავედ არ სცნობს,იგი სავსებით აღნიშნავს რომ არც კი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას. ამდენად,ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის დასაბუთების მტკიცებულებად საქმეში არის მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენება,რის საფუძველზეც შეუძლებელია დადგინდეს ის სამი პირი იყო თუ არა ბრალუნარიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ნ.თ-ძის ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც ქურდობის მცდელობა,ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რამდენად სწორია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? ამ კითხვაზე დადებით პასუხის გასაცემად უნდა მოიყვანოთ დაზარალებული პოზიცია,კერძოდ ის რომ დაზარალებული მხარისთვის არ აქვს მნიშვნელობა  და არც არანაირი შეღავათს წარმოადგენს ის ფაქტი,რომ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაში მხოლოდ ერთი პირი იყო სისხლის სამართლის სუბიექტი.  მისთვის მთავარია რომ ქმედება ჩადენილი იყო ძალების გაერთიანებით და სამართლებრივ სიკეთეს მომეტებული საფრთხე ემუქრებოდა.რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? განსხვავებით ფსიქიკურად შეურაცხადი პირისა, უასაკობის გამო შეურაცხად პირის ქმედების პროგნოზი უფრო შესაძლებელია, ამასთანავე მას შესაძლოა ჰქონდეს უნარი გააცნობიეროს ქმედების ფაქტობრივი მხარე და მართლწინააღმდეგობა. ჩვენთვის ცნობილია,რომ ჯგუფურობისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ორი ან მეტი პირის მიერ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ განხორციელება, აუცილებელია რომ ამ პირთაგან სულ მცირე ორი მათგანი იყოს შერაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება ვერ დაკვალიფირცება  ჯგუფურ დანაშაულად. ბრალის ნორმატიული თეორიის პოზიციიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამ საკითხს, უფრო მწვავედ დავინახავთ მის პრობლემურობას.კერძოდ, ამ მოსაზრების თანახმად დანაშაულის სუბიექტია ყველა ადამიანი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად,მაგრამ საგულისხმოა ის,რომ კანონმდებლობით უასაკობა ან ფსიქიკური დაავადება ბრალის გამომრიცხველი გარეომებაა(მუხლი 33,მუხლი 34). ასეთ პირებს არ ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაშასადამე, ზემოთ მოყვანილ მაგალითში აუცილებელია მოხდეს პირების იდენტიფიცირება, რადგან თუ დანარჩენი სამი უშუალო ამსრულებელიც ნ.თ-ძესთან ერთად არასრულწლოვანი იყო,მაშინ ქმედება ვერ შეფასდება ჯგუფურ დანაშაულად,რადგან როგორც უკვე ვახსენეთ ჯფუფრობისთვის არაა საკმარისი ორი ფაქტრობრივი ამსრულებლის არსებობა, უპირვეელსად საჭიროა ფაქტობრივთან ერთად, იურიდიულად სახეზე იყოს ორი ამსრულებელი,რომელბსაც დაეკისრებთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის მაგალითიდან დანარჩენ სამ პრთაგან თითოეული უნდა იყოს ისეთი თვისების მატარებელი, რომლის საშუალებითაც შეძლებს გაცნობიერებას და სამართებრივ შეფასებას იმ ფაქტისას,რომ იგი არაა მარტო და სხვასთან ერთად გაერთიანებული ძალებით მოქმედებს სამართლებრივი სიკეთის წინააღმდეგ. მაშასადამე, იმის მიუხედავად,უასაკობა ან ფსიქიკური დაავადება სისხლის სამართლის სუბიექტობას გამორიცხავს, თუ გამორიცხავს ბრალს, ამ შემთხვევაში ქმედებას ვერ დავაკვალიფიცირებთ ჯგუფურად,რადგან შეუძლებელია იურიდიულად პირი საკუთარ თავთან ქმნიდეს ჯგუფს.მიუღებელია საკითხის ისე გადაწყვეტა,რომ ფაქტობრივად ერთი პირი იურიდიულად ორ ამსრულებლად(როგორც შუალობით,ისე უშუალო ამსრულებლად) ჩაითვალოს და ქმედება შეფასდეს როგორც ჯგუფურ დანაშაულად.როცა სახეზეა სისხლის სამართლის მხოლოდ ერთი სუბიექტი,შეუძლებელია იგი საკუთარ თავთან ჩაითვალოს თანაამსრულებლად. ამ დროს არ ემთხვევა ფაქტობრივი და იურიდიული მხარე ერთმანეთს,კერძოდ მართალია ფაქტობრივად ორი პირი ასრულებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას,მაგრამ იურიდიულად დანაშაული ჩადენილია ერთი პირის მიერ. საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ რადგან სასამართლოს არ ჰქონდა დანარჩენი სამი პირის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ იყვნენ თუ არა ისინი ბრალუნარიანი პირები, მან უსამართლოდ დააკვალიფიცრა ქმედება ჯგუფურ დანაშაულად სწორედ ზემოთმოყვანილი არგუმენტების საფუძველზე. სხვანაირად იქნებოდა საქმე, თუ ვთქვათ ნ.თ-ძე დანაშაულს ჩაიდენდა სკოლაში მის თანაკლასელებთან ერთად. ამ დროს განსაზღვრული იქნებოდა  მათი ასაკი და ამასთანავე ცნობილი იქნბეოდა ისიც, იმყოფებოდა თუ არა მათ კლასში ფსიქიკურად დაავადებული პირი, ასევე სხვანაირად იქნებოდა საქმე თუ პოლიციის თანამშრომელი იმ სამ პირთაგან გაიგებდა თუ როგორ აძლევდა ერთ-ერთი მათგანი გონივრულ რჩევას ნ.თ-ძეს და ეს გონივრული რჩევა დაადასტურებდა მის სრულ ბრალუნარიანობას. ამ მოყვანილ ბოლო ორ მაგალითში შესაძლო იქნებოდა სამი პირის ბრალუნარიანობის საკითხის გადაჭრაც და დანაშაულის ჯგუფურად დაკვალიფიცრებაც.

აუცილებელია აღვნიშნოთ ის,რომ მომავალში ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნება განხილული სისხლი სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარებში,რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.

 

ბიბლიოგრაფია

ნორმატიული აქტები (ხელმისაწვდომია https://www.matsne.gov.ge/ ):

  1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

სამეცნიერო სტატიები/ლიტერატურა:

  1. გ.ნაჭყებია,ნ.თოდუა,სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი, IV გამოცემა,თბილისი,2019 

  2. ო.გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები,მესამე ტომი,თბილისი,2013

  3. ო.გამყრელიძე,საიუბილეო სამეცნიერო კრებული,თბილისი,2016

  4. ირ.აქუბარდია,საიუბილეო კრებული,თბილისი,2020.

  5. თ.ცქიტიშვილი,რეცენზია,შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი,თბილისი,2019

  6. ქ.მჭედლიშვილი-ჰედრიხი,სისხლის სამართლი,ზოგადი ნაწილი,დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები,თბილისი,2011.

  7. გ.ნაჭყებია,სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა და დანაშაულის ცნება,თბილისი,2002

  8. თ.წერეთელი,სისხლის სამართლის პრობლემები, მეორე ტომი,თბილისი,2007

სასამართლოების გადაწყვეტილება:

  1. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივი,საქმე N1/5773-15

  2. საქართველოს უზენაესი სასამართლო, 25 სექტემბერი 2018,განჩინება,საქმე #010141318700057214

 

ავტორი: ნინო ბლიაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი 

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

 

 

სხვა სიახლეები
15 იან

ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?

09 იან

ინტერნეტ სამართალი და კიბერუსაფრთხოება

12 დეკ

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

12 დეკ

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით

03 აგვ

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ