სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების  კონსტიიტუციური სტანდარტები840 2022.01.22
სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების კონსტიიტუციური სტანდარტები

 

გენდერული თანასწორობა,  ,,ქალის საქმე“ , ,,კაცის პროფესია“ და სხვა მრავალი მსგავსი სიტყვათა კომბინაცია საკმაოდ ნაცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის. ერთი შეხედვით, მართლაც გაცვეთილი , კარგად დატკეპნილი თემაა, თითქოს სოციუმისთვის საკმაოდ ნაცნობი, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები,  ნუთუ  არის ეს საკითხი, რომელზედაც მსჯელობას, დავასა  და დისკუსიას უჩანს და უნდა ჰქონდეს ბოლო ? შეიძლება ბევრი  არც დამეთანხმოს ( საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გენდერული უთანასწორობა სულაც არ წარმოადგენს პრობლემას), თუმცა მე ამ კითხვაზე თამამად ვუპასუხებ და ვიტყვი, რომ სანამ ჩვენი საზოგადოება ნანატრ, ერთი შეხედვით, უტოპიურ, თუმცა რეალურ შედეგებზე არ გავა, მოცემულმა საკითხმა უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სადავეები და გააგრძელოს საჭიროებისამებრ  ასპარეზი. 

არსებულ საკითხზე მსჯელობისას  გვერდს ვერ ავუვლით პრობლემის ისტორიულ განმარტებას. სამყაროს დასაბამიდან დღემდე ქალებისა და კაცების უფლებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. გამიჯნული იყო მათი ყოველდღიური საქმიანობა , მოვალეობები, პასუხისმგებლობები.  თუ ჩვენს ისტორიულ წარსულს გადავხედავთ და გავიაზრებთ იმდროინდელ ინდივიდთა გონებრივ , მენტალურ განვითარებას, რელიგიურ შეხედულებებს , ღირებულებებსა თუ სხვა არსებით ასპექტებს, საერთოდაც არ გაგვაკვირვებს გენდერული უთანასწორობის ჯერ კიდევ პრობლემური ხასიათი, ამის უკან ხომ სამყაროს დიდი წარსული დგას. ამ მსჯელობამ შორს რომ არ წაგვიყვანოს, ჩვენს საუკუნეს მოვუბრუნდეთ. ნუთუ 21-ე საუკუნეში , ეპოქაში, რომელიც ამსხვრევს ყველანაირ სტერეოტიპს და ხაზს უსვამს  ყველა სახის დემარკაციულ ხაზს ნებისმიერ ასპექტში  შეიძლება ნორმალურად მიგვაჩნდეს ქალებსა და კაცებს შორის ჯერ კიდევ არსებული უთანასწორობა მრავალი მიმართულებით? ჩემი მყარი პოზიციაა, რომ - არა.  ვფიქრობ, ყველაზე ღირსეული გამოსავალია პატივი ვცეთ ისტორიას, მაგრამ ამავდროულად ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ამბავი, რომელსაც შემდგომი თაობები მიაგებენ დიდ პატივს.

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და როგორც ყველა მსგავს ქვეყანაში, საბედნიეროდ, სქესთა შორის უთანასწორობის საკითხი კონსტიტუციურადაა მოწესრიგებული.

კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლი (თანასწორობის უფლება) ადგენს თითოეული ინდივიდის კანონის წინაშე თანასწორობას და კონსტიტუციურად აკრძალულ დისკრიმინაციის ფორმებს შორის  ასახელებს  სქესს.   ლინგვისტურად დისკრიმინაცია ესაა განსხვავებული მოპყრობა. თანასწორობა კი სწორედ ის იდეაა, საიდანაც აღმოცენდა კონცეფცია - დისკრიმინაცია.  შეიძლება, ერთი შეხედვით, საკითხის კონსტიტუციური მოწესრიგება ჩვოულებრივ მოვლენად აღვიქვათ და გაგვიჩნდეს შეგრძნება , რომ ეს ასეც უნდა იყოს ( და ნაწილობრივ მართლაც ასეა), თუმცა თუ მედალს სხვა მხრიდან შევხედავთ და საკითხს სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი პერსპექტივიდან აღვიქვამთ,  აუცილებლად დავრწმუნდებით, რომ ერთი შეხედვით, ჩვოულებრივი ამბავი, სინამდვილეში არაჩვოულებრივია. ამ ყევლაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს თანამედროვე  სამყაროშიც კი, ყველასდა სამწუხაროდ, არსებობს კვაზი-დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც რელიგიის, წეეს-ჩვეულებებისა თუ ადათების გამო ჯერ კიდევ განზე უდგებიად ქალისა და მამკაცის თანასწორობის იდეას.მეტიც, არათუ განზე უდგებიან, არამედ რადიკალურად არ ემხრობიან მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ასიმილაციას. ამის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს. ძირითადად ვგულისხმობ აზიურ ქვეყნებს(თუმცა მსგავს პრობლემას, რა თქმა უნდა, სამყაროს ბევრ წერტილში ვაწყდებით). ამ გეოპოლიტიკურ ერთეულში უამრავ ქვეყანაში ჯერ კიდევ საზოგადოება ვერ გამცდარა იმ ისტორიულ რეალობას , რომელზედაც ზემოთ ვისაუბრე. პრობლემები მრავალი სახისაა  : სტატისტიკურად  ქალთა უმრავლესობას არ აქვს განათლების უფლება, არ არიან დასაქმებულნი, შესაბამისად, არ გააჩნიათ ფუფუნება საკუთარი თავის უზრუნველყოფისა. ამის შედეგად კი ხდებიან მამაკაცებზე (უმეტესად ქმრებზე) დამოკიდებულნი და  კვლავ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს  ისიც , რომ თავად ქალებიც კი არათუ უბრძვიან საკუთარი უფლებებისა დ თავისუფლებებისათვის , არამედ პატრიარქალურად მოაზროვნე თემის წევრები ხდებიან და ამავე რანგის მენტალურ ღირებულებებს უნერგავენ მომავალ თაობებსაც.  ამ ყოველივეს მტკიცებულებაა, რამდენიმე თვის წინ ერაყში განვითარებული მოვლენები, თალიბანმა სახელმწიფოს დედაქალაქი აიღო . გაატარა მკაცრი პოლიტიკა ( განსაკუთრებით ქალების მიმართ) და რაც ყველაზე მტკივნეულია, საგანმანათლებლო პროცესები მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვის დაიწყო. ამ და სხვა უამრავი გაუმართლებელი მაგალითის ფონზე ნუთუ განსაკუთებულად არ უნდა ვამაყობდეთ საკუთარი კონსტიტუციით და სახელმწიფოს მიერ აღებული პროგრესული გეზით? ვფიქრობ, რომ- კი. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენს სახელმიფოს მოცემული კუთხით საკმაოდ კარგი და სწორი მიმართულებები აქვს აღებული. ამდენად, საკითხის კონსტიტუციურად მოწესრიგება ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც თითოეული მოქალაქე პოზიტიურად უნდა აფასებდეს. მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ბერკეტი მხოლოდ სახელმწიფო როდია, არამედ მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ღირებულებებით მენტალური განვითარებით , ჰუმანურობითა და პროგრესულობით საკუთარ აგურს დადებენ განვითარებული ქვეყნის შენების რთულ პროცესში. სამწუხაროდ, მოგვიწევს რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოება სულაც ვერ დაიკვეხნის ასეთ მოქალაქეთა სიმრავლით. ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ( საბჭოთა მენტალობა) ძირითადად უფროს თაობას  უჭირს ფეხი აუწყოს თანამედროვე რეალობას, ბევრმა მათგანმა ალბათ ისიც კი არ იცის, რომ სქესთაშორისი დისკრიმინაცია ქვეყანაში ყევლაზე მაღალი რანგის მქონე  დოკუმენტით, კონსტიტუციით, არის აკრძალული. მიუხედავად სახელმწიფოს დიდი მზაობისა არსებული პრობლემების მოგვარებისა, ჩვენ ვხედავთ ქართულ საზოგადოებას , სადაც  ჯერ კიდევ აქტიურად  მიმდინარეობს ქალთა დისკრიმინაცია ( შრომით ბაზარზე, სოციუმში, სასწავლო დაწესებულებებში და ა.შ). ამით იმის თქმას ვცდლობ, რომ, ფაქტია, სახელმწიფომ სახელმწიფოებრივი ინტერესის ფარგლებში თავისი გასაკეთებელი გააკეთა, კონსტიტუციურად მოაწესრიგა საკითხი, ხოლო ჩვენი , მოქალაქეების, ვალდებულებაა ფეხი ავუწყოთ ამ პროცესებს და წვლილი შევიტანოთ საერთო საჯარო ინტერესის საბოლოო რეალიზებაში.

მოცემულ პუნქტსვე მიემართება და მასთან პირდაპირ და მჭიდრო კავშირშია მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ,სადაც ვკითხულობთ:  სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 

თუ პირველ პუნქტში კონსტიტუცია ზოგადად მოიხსენიებს სქესს, ამ შემთხვევაში აქ მოწესრიგებას უფრო ზუსტი და კონკრეტიზებული ხასიათი აქვს. თითქოს ნორმის შემოქმედს არ აკმაყოფილებს მსგავსი განმარტება და  ამ პუნქტით მკითხველს ცალკე უკონკრეტებს იმას თუ რას მოიაზრებს სქესის მიხედვით დისკრიმინაციის დაუშვებლობაში.  არის კი ეს პუნქტი პრაქტიკაში შესაბამისად გამოყენებული?. ვფიქრობ, საქართველოში კონსტიტუციის მოცემული დეტალი საშუალო დონეზეა რეალიზებული რეალურ ცხოვრებაში. მაგალითისთვის გავიხსენებ  გასულ დეკადაში არსებულ საკმაოდ საინტერესო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ პოლიტიკურ პარტიებს , რომლებსაც მეტი ქალი წარმომადგენელი ეყოლებოდათ პარტიულ სიაში, სახელმწიფო სთავაზობდა უფრო მეტ დაფინანსებას (სამწუხაროდ , ამ პრაქტიკამ  სახარბიელო შედეგები ვერ დადო, თუმცა მოცემულ საკითხზე მსჯელობისას სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი აღნიშვნის ღირსია. ). ასევე არგუმენტად გამოდგება ამავე კონეფციის მატარებელი თანამედროვე და მოდიფიცირებული მოდელი, საკმაოდ აქტუალური და სადავო საკითხი , კვოტირების პროგრამა. სიახლემ იმის შესახებ, რომ ქალთა ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში, ხელოვნური გზებით უნდა განხორციელებულიყო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოების ფართო მასებში. ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გასაჩივრდა, თუმცა, საბედნიეროდ, სასამართლომ , საკმაოდ მნიშვნელოვნად პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო და ყველა ასპექტში საფუძვლიანად დაასაბუთა თუ რას ემსახურება და რამხელა მნიშვნელობა აქვს არსებულ პრაქტიკას ქალთა უფლებების უფრო მყარად რეალიზებისათვის. ამრიგად, მოცემულ მუხლში არსებული დებულებები ცარიელი სიტყვები როდია, პირიქით  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტანდარტებია , ხოლო ეს მაგალითები ზუსტად ის განსაკუთრებული ზომებია, რომლის საკუთარ თავზე აღებასაც  კისრულობს ჩვენი სახელმწიფო  მამაკაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრის  მიზნით .  ამ ნორმის პრაქტიკაში რეალიზების ხარისხი იდეალური ნამდვილად არ არის. მოცემული პერსპექტივიდან თუ ვიმსჯელებთ და რეალურად შევაფასებთ ფაქტებს, მარტივად დავინახავთ იმას, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ უამრავი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ჯერ კიდევ პრობლემური და სტერეოტიპულია ქალებისა და კაცების პროფესიების დიფერენციაცია. არსებითია სქესთა შორის ანაზღაურების მკვეთრი სხვაობა ( ამას იწვევს ქალის მხრებზე არსებული უფრო ბევრი ტვირთი ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვა მრავალი დეტალი) და სხვა მრავალი პრობლემა. გასაგებია , რომ ეს პრობლემები ჩვენი საზოგადოების მენტალობიდანაც გამომდინარეობს, თუმცა თუ ქმედებები ორმხრივი არ იქნება ( სწორი სახელმწიფო პოლიტიკა და მოქალაქეობრივი განვითარების მაღალი დონე), ვფიქრობ , სასურველი შედეგი დააყოვნებს. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ სახელმწიფო არ უნდა მოდუნდეს და ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს იმისთვის , რომ კონსტიტუციაში არსებული სტანდარტები ყველა ასპექტში იქნას რეალიზებული. ღრმად მწამს, რომ უნდა გამოიყოს ბევრად მეტი ფინანსური სახსრები სხვა წამახალისებელი პროექტებისა თუ საზოგადოებრივი აქტივობებისათვის.  

 

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ როგორც არაერთხელ ვახსენე, ჩვენი ქვეყანა მოცემულ ასპექტში განვითარებულ ქვეყანათა შორის ღირსეულ ადგილს იკავებს . საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის განხილული პუნქტები კი , უდავოდ, არის ამის დასტური და გარანტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , რომ ეს საკმაოდ დახვეწილი სტანდარტები ფურცელზე დაბეჭდილ ცარიელ სიტყვებად არ იქცეს და საფუძვლიანად რეალიზდეს. საფუძლლიანად რეალიზებაში კი  თითოეულმა ინდივიდმა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქემ, აუცილებლად უნდა იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, სახემწიფომ კი სახსრები და ძალები არ უნდა დაიშუროს კიდევ უფრო მეტი პროექტისა და ღონისძიების განხორციელებისათვის. საჯარო და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზაცია, მჯერა, ესაა ის, რაც არ ვიცი რამდენი წლის შემდეგ, თუმცა ,დარწმუნებული ვარ , ერთ მშვენიერ დღესაც მიგვიყვანს იმ  რეალობამდე, რომლისთვისაც ვიბრძვით.  სწორ და სამართლიან პოზიციაზე დგომა და იდეოლოგიური ბრძოლა აუცილებლად შეგვაძლებინებს ,, უტოპია“ რეალობად ვაქციოთ.

 

 სტატიის ავტორი: ნანუკა რუხაძე

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.