გაიგეთ მეტი ჯარიმის შესახებ 2936 2021.05.10
გაიგეთ მეტი ჯარიმის შესახებ

ჯარიმა ფულადი გადასახდელია, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლებრივი წესით (სასამართლოს მიერ). სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ჯარიმის სხვადასხვა ოდენობა იგი განსაზღვრულია ქვეყნის კანონდებლობით. კემბრიჯის იურიდიული ლექსიკონის მიხედვით ჯარიმა უნდა დაეკისროს პირს, რომელიც არ ემორჩილება წესებსა და კანონებს მაგალითად პირის დაჯარიმება ბიბლიოთეკაში წიგნის დაზიანების გამო; სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბების გამო; ასევე შესაძლოა მოსამართლემ სასჯელის სახედ გამოიყენოს ჯარიმა.

რა უნდა ვიცოდეთ თუკი დაგვაჯარიმეს?

  • ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან.
  • პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას 10 დღიანი ვადა აქვს გასაჩვრებისთვის. ვადის გასვლის შემთხვევაში საპატიო მიზეზის არსებობისას შესაძლოა მისი აღდგენაც. საჩივარი უნდა იყოს წერილობითი, კანონის შესაბამისი ფორმით დაწერილი და შეიცავდეს საჭირო რეკვიზიტებს, რის სწორად დაწერაშიც არ იქნებოდა ურიგო კვალიფიციური იურისტის დახამარება.
  • თუ თქვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაგაჯარიმეს აუცილებლად ჩაიბარეთ ქვითარი, რომელზე მითიებული ნომერიც დაგეხამრებათ მის მარტივად გადახდაში. ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღეა და მისი ადგილზე, (პოლიციის თანამშრომელთან) გადახდა შესაძლებელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს ქვითარი დაკარგეთ, შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ისინი დაგეხმარებიან.
  • სატრანსპორტო საშუალების ჯარიმის გადაუხდელობის, შემდგომ კი დარიცხული საურავის (დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს) ორმაგი ოდენობის 2 თვის გადაუხდელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ მართვის უფლება 6 თვის ვადით. აქვე დავსძენ იმასაც, რომ არსებობს სასამართლო პრაქტიკა რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მართვის უფლების შეჩერების გასაჩივრება და მართვის უფლების აღდგენა ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს რომელიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.
  • პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ დავარღვევთ კარანტინის, თვითიზოლაციის, გადაადგილების შეზღუდვის წესებს, პირველ ჯერზე დავჯარიმდებით, ხოლო მეორედ იგივე ქმედების ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალსიწინებული.

დაარღვიეთ წესი და არ იცით როგორ შეამოწმოთ დაჯარიმდით თუ არა? შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებობს სპეციალური პორტალი სადაც შეგიძლიათ თქვენი და თქვენი მანქანის მონაცემების შეყვანით შევამოწმოთ ხართ თუ არა დაჯარიმებული.

რა შემთხვევაში ხდება მოსამართლის მიერ დაჯარიმება? მოსამართლემ შესაძლოა დააჯარიმოს სასამართლო პროცესის სხდომის მიმდინარეობისას დამსწრე პირი, რომელიც დაარღევს წესრიგს. ჯარიმის ოდენობა ასეთ დროს განისაზღვრება 50 დან 500 ლარამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ჯარიმა წარმოადგენს ერთ-ერთ სასჯელის სახეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენისას და მას ნიშნავს მოსამართლე რომლის ოდენობასაც თავად განსაზღვრავს (კანონზე დაყრდნობით) პირის ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.myadvokat.ge/ka/blog/10406/ https://www.myadvokat.ge/ka/blog/10340/https://www.myadvokat.ge/ka/blog/10485/