რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება 282 2020.09.26
რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

უმუ­შევ­რო­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი გა­და­უ­წყვე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, კო­ვიდ 19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის დროს კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. Euronews.com-ის ცნო­ბით, ევ­რო­პა­ში სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ა­ვი­ა­ციო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სექ­ტორ­ში და­ფიქ­სირ­და. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ ივ­ლის­ში 336 000 ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და, ივ­ნის­ში - 281 000-ით, მა­ის­ში - 253 000-ით და აპ­რილ­ში 397 000-ით. Eurostat-ის თა­ნახ­მად კი, უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7.2% გახ­და ივ­ლის­ში, რაც რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 1995 წლის შემ­დეგ.

 

წაიკითხეთ: ambebi.ge https://bit.ly/31BrMK3

 

ახლა წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა:

  • BP (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) – 10 000 ადა­მი­ა­ნი
  • Rolls Royce (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) – 9 000 ადა­მი­ა­ნი
  • British Airways (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) – 12 000 ადა­მი­ა­ნი
  • Renault (საფ­რან­გე­თი) -15 000 ადა­მი­ა­ნი
  • Lufthansa (გერ­მა­ნია) – 22 000 ადა­მი­ა­ნი

ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ვრცე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ აქვე მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია ერთი სა­კი­თხი - რამ­დე­ნად აქვს დამ­საქ­მე­ბელს თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა და ასეთ დროს სა­მარ­თლებ­რი­ვი ხომ არ უპი­რის­პირ­დე­ბა მო­რა­ლურს? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის დროს საკ­მა­ოდ ემო­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უბ­რა­ლოდ არ გა­აჩ­ნდათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ ქმე­დე­ბას ხში­რად უწო­დებ­და სა­მარ­ცხვი­ნო­სა და გა­უ­მარ­თლე­ბელს.

რად­გან ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მე­ტად პრობ­ლე­მუ­რია და აქ უმუ­შევ­რო­ბა იმა­ზე უფრო დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, კი­თხვე­ბით, თუ რა უფ­ლე­ბე­ბი აქვს დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს, რა შემ­თხვე­ვა­ში აქვს კომ­პა­ნი­ას თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ამ დროს უნდა გა­და­უ­ხა­დოს თუ არა კომ­პენ­სა­ცია მას?

კომ­პა­ნი­ას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვთ. ამ დროს პრობ­ლე­მა­ტუ­რი არის ხოლ­მე კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის სა­კი­თხი. შრო­მი­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვალ­დე­ბუ­ლია კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დოს თა­ნამ­შრო­მელს. ეს კი უკვე შე­ფა­სე­ბის სა­კი­თხია, თუ რამ­დე­ნად გა­და­უ­დე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ამ ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამით რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო დამ­საქ­მე­ბელ­მა. სწო­რედ ამი­ტომ არ­სე­ბობს ამ სა­კი­თხის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა და რო­გორც წესი, საქ­მეს სა­სა­მარ­თლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წყვეტს ხოლ­მე. კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად კად­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­აჩ­ნდათ და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას ვერ და­ა­სა­ბუ­თე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და. კომ­პა­ნი­ებს კი, რომ­ლე­ბიც ამ ფაქტს და­ა­სა­ბუ­თე­ბენ, სა­სა­მარ­თლო კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას არ და­ა­კის­რებს.

რამ­დე­ნად სა­მარ­თლებ­რი­ვია ფი­ნან­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბით?

ესეც არის ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი სა­კი­თხი. თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და გა­მარ­თლე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა ფი­ნან­სუ­რი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მიზ­ნით. ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის აკ­რძალ­ვა კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არ გა­აჩ­ნი­ათ. მათ ოპ­ტი­მი­ზა­ცია შე­უძ­ლი­ათ მო­ახ­დი­ნონ რო­გორც ხელ­ფა­სე­ბის, ისე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბით. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა იყოს ბოლო და უკი­დუ­რე­სი ნა­ბი­ჯი ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის დროს.

დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის დროს, დამ­საქ­მე­ბელს აქვს თუ არა უფ­ლე­ბა, რომ თა­ნამ­შრო­მელს ხელ­ფა­სი შე­უმ­ცი­როს?

დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის დროს დამ­საქ­მე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს შრო­მით კონ­ტრაქ­ტში იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის სატ­რან­სპორ­ტი ხარ­ჯებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი გრა­ფა არ გვხვდე­ბა, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­შიც აქვს დამ­საქ­მე­ბელს უფ­ლე­ბა, რომ და­საქ­მე­ბულს ხელ­ფა­სი შე­უმ­ცი­როს და ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბას ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თან­ხა გა­მო­აკ­ლოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ასე­თი წე­რი­ლო­ბი­თი თუ სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა არ არ­სე­ბობს, ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის დროს და­უშ­ვე­ბე­ლია.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს თა­ნამ­შრო­მე­ლი თუ ფიქ­რობს, რომ კა­რან­ტი­ნის დროს სამ­სა­ხურ­ში მისი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა?

თუ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ მისი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ იყოს კა­რან­ტი­ნი ან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. ყვე­ლა და­საქ­მე­ბულ­მა უნდა შეძ­ლოს მისი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. მათ შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თონ და ჩვე­ნი იუ­რის­ტე­ბი სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რად გარ­კვე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. ჩვენ­თან პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია უფა­სოა, რი­თიც ვცდი­ლობთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და მათ შო­რის შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი. სა­კი­თხში კარ­გად გარ­კვე­ულ­მა ადა­მი­ან­მა იცის, რო­გორ უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის უნდა იბ­რძო­ლოს ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც თვლის რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი მის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს.

 

წყარო: Ambebi.ge

სხვა სიახლეები
16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

16 ოქტ

„მეწილეებიდან ერთ-ერთს 1%-ით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს“ - იურისტ დავით მუმლაძის რჩევები მათ, ვინც საერთო ბიზნესს იწყებს

16 ოქტ

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

16 ოქტ

ბავშვების მეურვე დედას ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

20 ივლ

რატომაა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა?

13 ივლ

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა