როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა 383 2020.07.13
როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

ბელ­გი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ, 250 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, ვინ­მე ევ­გე­ნი კოს­ტენ­კომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მე­სა­მე პირს გა­და­უ­ფორ­მა, რო­მელ­მაც სახ­ლი იპო­თე­კით დატ­ვირ­თა და შემ­დეგ გა­ას­ხვი­სა.

სახ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა სხვა­დას­ხვა მე­სა­კუთ­რის ხელ­ში ისე, რომ რე­ა­ლურ­მა მე­პატ­რო­ნემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, რომ არა მისი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის მიერ სახ­ლის ფა­სად­ზე ამო­კი­თხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ ის იყი­დე­ბო­და.

რო­გორც გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მას სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის ან მას­ში შეს­ვლი­სა და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე არ მი­უ­ცია არც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის­თვის და არც ახ­ლან­დე­ლი მე­სა­კუთ­რის­თვის, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახლა თეა შან­ში­აშ­ვი­ლია.

გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს თხოვ­ნით, დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე და და­უბ­რუ­ნონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­შიც მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სი და შრო­მა ჩადო.

 

 

„2002 წელს თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში შე­ვი­ძი­ნე მი­წის ფარ­თო­ბი (გო­გი­ძის ქ.,7), რო­მელ­ზეც ემიგ­რა­ცი­ა­ში მძი­მე შრო­მი­თა და წვა­ლე­ბით, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რით ავა­შე­ნე სახ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სახ­ლს 2016 წლამ­დე პატ­რო­ნობ­და მა­მა­ჩე­მი შალ­ვა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სახლ-კარ­ში არა­ვინ ცხოვ­რობ­და, ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აკი­თხავ­დნენ და უვ­ლიდ­ნენ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. 2020 წლის ივ­ნის­ში ჩემი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს და შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჩემ­თვის უც­ნო­ბი პი­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რი გზით და­ე­პატ­რო­ნენ ჩემ კუთ­ვნილ სახლ-კარს და გა­და­ყი­დეს, ისე რომ საქ­მის კურ­სში არ ვყო­ფილ­ვარ. პან­დე­მი­ის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ შო­კის მომ­გვრე­ლი ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სას­წრა­ფოდ 2020 წლის 23 ივ­ნისს ავიყ­ვა­ნე გა­მოც­დი­ლი ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - გან­გვი­მარ­ტა გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა.

 

 

რა­ტომ ენდო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო რე­ესტრი ყალბ დო­კუ­მენტს და რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელს ქო­ნე­ბა უკან და­უბ­რუნ­დეს, ამ კი­თხვე­ბით მის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველს, იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­ვო­კა­ტებ­მა თბი­ლი­სის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რას 3 კვი­რის წინ მი­მარ­თეს და დე­ტა­ლუ­რად აღუ­წე­რეს ფაქ­ტის სიმ­ძი­მე. ამას­თან, მო­ი­თხო­ვეს, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე სახ­ლის­თვის ყა­და­ღა და­ე­დოთ, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი მი­ი­ღეს. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, საქ­მის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას დღემ­დე არ და­უ­ბა­რე­ბია გა­მო­კი­თხვა­ზე და არც საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­მო­უ­თხო­ვია სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს ბა­დებს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არა­ო­პე­რა­ტი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან უცხო­უ­რი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დსთ-სა და მის ყო­ფილ წევრ ქვეყ­ნებ­ში (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში) შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­მართ სრუ­ლი­ად გა­უ­აზ­რე­ბელ მიდ­გო­მა­ზე, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა თაღ­ლი­თე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდეს. ამ­რი­გად, ად­ვო­კა­ტის თქმით, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ სა­ჯა­რო რე­ესტრსაც ეკის­რე­ბა.

„დსთ კი დავ­ტო­ვეთ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მის წევრ ან ყო­ფილ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში დამ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლი­ზა­ცია არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასე­თი ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბი არის მი­სა­ღე­ბი და საკ­მა­რი­სია მისი მხო­ლოდ ნო­ტა­რი­უ­ლად თარ­გმნა და და­მოწ­მე­ბა. თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტზე - მისი და­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ან აპოს­ტი­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მით. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში აქვს მას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა.

ჩვენს გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ეს ფაქ­ტი, რა­ტომ სარ­გებ­ლო­ბენ დსთ-სა და მისი ყო­ფი­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ამ პრი­ო­რი­ტე­ტით და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რა­ტომ არ არის უფრო ფრთხი­ლი მიდ­გო­მა მათ მი­მართ. სა­ნამ ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უფრო არ გამ­კაცრ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უძ­რა­ვი თუ მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა საფრ­თხის ქვეშ იქ­ნე­ბა, რად­გან ამ მე­თო­დით ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის უძ­რა­ვი ან მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ას­ხვი­სოს ისე, რომ მე­სა­კუთ­რემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დეს და გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლის მსგავ­სად მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გოს ან გა­არ­კვი­ოს ისეთ დროს, როცა შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან გვი­ან იყოს. სწო­რედ ამი­ტომ იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს როლი ამ საქ­მე­ში“, - გან­მარ­ტა ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილ­მა.

 

 

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლის­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მისი გუნ­დი გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ზა­რა­ლე­ბულს კუთ­ვნილ სახ­ლს ვერ და­უბ­რუ­ნე­ბენ, სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა სხვა კუ­თხით გაგ­რძელ­დე­ბა:

„არ გვინ­და, და­ვუშ­ვათ ის შემ­თხვე­ვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ვერ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან სხვაგ­ვა­რად ამ საქ­მი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გვა­რე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დეს და საქ­მე გვქონ­დეს თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ვერ გა­მო­იკ­ვე­თა, მა­შინ მომ­ზად­დე­ბა სარ­ჩე­ლი და მივ­მარ­თავთ სა­ხელ­მწი­ფოს, გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულს აუ­ნა­ზღა­უ­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი“, - გან­მარ­ტავს ად­ვო­კა­ტი.

ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, აქვს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას რა­ი­მე სი­ახ­ლე და იკ­ვე­თე­ბა თუ არა დამ­ნა­შა­ვე­თა წრე, თუმ­ცა რო­გორც საქ­მის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, სა­ნამ დსთ-სა და მის ყო­ფი­ლი წევრ ქვეყ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­მართ შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ შე­იც­ვლე­ბა, მა­ნამ­დე ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა, საფრ­თხე და­ე­მუქ­როს.

სხვა სიახლეები
26 სექ

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

20 ივლ

რატომაა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა?

22 ივნ

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

15 ივნ

როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?

12 ივნ

გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

09 ივნ

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

01 ივნ

ბავშვთა უფლებები საქართველოში