კანონპროექტი-ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამებს 301 2020.05.25
კანონპროექტი-ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონრპექტი,რომლის თანახმადაც, „შრომის კოდექსში” ცვლილებები შედის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული. დღემდე მოქმედ „შრომის კოდექსში“ მამის მიერ შვებულების აღების საკითხი ცალკე არ არის გამოყოფილი, რაც სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რა შეიძლება, შეიცვალოს დეკრეტული შვებულების პირობებში? 


 საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია როგორც დედის, ასევე მამის დეკრეტულ შვებულებაზე. მოგეხსენებათ, რიგ შემთხვევაში დეკრეტული შვებულება და ანაზღაურება დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოსალოდნელი ცვლილებებით კი ამის დარეგულირება იგეგმება. 


 დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა. თუმცა, ვინაიდან ამჟამად დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება განსაკუთრებულ ყურადრებას მამების დეკრეტული შვებულების გაუმჯობესების საკითხსუთმობს, ყურადღებას ჩვენც ამ ნაწილზე გავამახვილებთ.  

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა მამების დეკრეტულ შვებულებას არ კრძალავს, თუმცა შრომის კოდექსის მეექვსე თავის, 27-ე მუხლის თანახმად, „დასაქმებულს თავისი მოთხოვნიდ საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება..“- ანუ აქ ჩამოთვლილი მიზეზები თითქოსდა მხოლოდ დედაზეა მიმართული და არაა დაზუსტებული მამის საკითხი. სწორედ ამიტომ, მამები თითქმის ვერ სარგებლობენ დეკრეტული შვებულებით. ცვლილებების თანახმად, მამებს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა გაუმარტივდებათ. კერძოდ, საუბარია „ბავშვის“ მოვლის გამო შვებულებაზე. „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. თუმცა აქედან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე,“ -ნათქვამია კანონპროექტში. 

კანონპროექტში ცალკეა გამოყოფილი ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება. „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე“.

კანონპროექტში წერია, რომ შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ.

სხვა სიახლეები
22 ივნ

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

15 ივნ

როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?

12 ივნ

გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

09 ივნ

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

01 ივნ

ბავშვთა უფლებები საქართველოში

29 მაი

პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

27 მაი

რა უნდა იცოდეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

22 მაი

რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

20 მაი

სხვაობა ხელფასში-ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ანაზღაურება

16 მაი

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს