შინაპატიმრობის აღსრულების წესი 419 2020.03.06
შინაპატიმრობის აღსრულების წესი

 შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმი (შემდგომში-რეჟიმი) გულისხმობს  სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას.

 

 დადგენილი საპატიო გარემოების გამო, რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან ამგვარი გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით,  წინმსწრებად აცნობოს ბიუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასური, გადახდის წესი და პირობები

 

1. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის კანონის 44​8 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, წესდება საფასური (შემდგომში – საფასური), რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის ამ თავით დადგენილი წესით და ოდენობით, შინაპატიმრობის ვადის განმავლობაში, ყოველთვიურ, სავალდებულო გადასახდელს.

2. საფასურის ოდენობა შეადგენს თვეში 100 ლარს, რომელსაც მსჯავრდებული იხდის სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე შეტანით, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

 

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა შინაპატიმრობა ან დანიშნული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, ასევე მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

 

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიები

 

 აპარატურა წარმოადგენს უცხოური წარმოების, სპეციფიკურ, ძვირადღირებულ აპარატურას, რომლის დაზიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც კანონის 44​8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სრულად ანაზღაურებას.

 

2. აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას წარმოადგენს:

ა) აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000 ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

 

 

გარანტიის წარმოდგენისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

 

სხვა სიახლეები
29 მაი

პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

27 მაი

რა უნდა იცოდეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

25 მაი

კანონპროექტი-ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამებს

22 მაი

რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

20 მაი

სხვაობა ხელფასში-ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ანაზღაურება

16 მაი

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს

15 მაი

რა არის პენსიის ინდექსაციის კანონპროექტი და რა წერია მასში?

05 მაი

იზოლაცია, როგორც დამატებითი საფრთხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

24 მარ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

23 მარ

საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა