სამედიაციო მორიგების აღსრულება 229 2020.01.31
სამედიაციო მორიგების აღსრულება

სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ 

 

1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.

 

2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.

 

3. მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.

 

4. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა:

 

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

 

2. თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მისი აღსრულების საკითხს განიხილავს ის სასამართლო, რომელმაც დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით საქმე მედიატორს გადასცა, ხოლო თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა კერძო მედიაციის შედეგად − რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

 

3. თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა სასამართლო მედიაციის შედეგად, მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი,  ხოლო თუ სამედიაციო მორიგება შედგენილ იქნა კერძო მედიაციის შედეგად − აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

 

4. სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლოს შეუძლია ამავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს უწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განიხილება განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმა:

 

 სასამართლო უარს იტყვის სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე, თუ სამედიაციო მორიგების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან თუ, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

 

განჩინება სამედიაციო მორიგების აღსრულების თაობაზე:

 

1. სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. მხარეს აღნიშნულ განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

 

2. სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

4. სამედიაციო მორიგება, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დამტკიცებულია, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

სხვა სიახლეები
19 თებ

მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

17 თებ

დანაშაულის სტატისტიკა

17 თებ

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით

06 თებ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება

06 თებ

Finland to give dads same parental leave as mums

04 თებ

მედიაცია როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება

27 იან

იტალიის მთავრობა მარიხუანას სახლში ზრდას ლეგალურს ხდის

27 იან

520-ე დადგენილების უარყოფითი გავლენა მედპერსონალზე

27 იან

გამართლებული გაუპატიურება?! თურქეთი ახალ კანონს იღებს

22 იან

ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება ონლაინ გახდა შესაძლებელი