ეთიკის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია 586 2019.11.20
ეთიკის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

ეთიკის კომისიამ ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნასა და განკარგვასთან დაკაშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 7 დეკემბრის N267/04 ბრძანების თანახმად, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო.

ეთიკის კომისია რეკომენდაციაში, საქართველოს ეროვნული ბანკის, 2018 წლის 7 დეკემბრის N267/04 ბრძანების საფუძველზე მიერ გახსნილი  ადვოკატის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის შესახებ კითხვებს პასუხობს.

 

აღნიშნული ანგარიშის გამოყენებითა და მასზე ფინანსური ტრანზაქციის განხორციელების დროს, რა პროფესიული ეთიკური ფარგლები გააჩნია ადვოკატს და რით არის აღნიშნული ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ან სეგრეგირებული საბანკო ანგარიშის გამოყენება რეგულირებული?

 

ნომინალური მფლობელობის ერთობლივი და სეგრეგირებული საბანკო ანგარიშის გამოყენების დროს რა წინაპიორბები უნდა დაიცვას ადვოკატმა რათა არ დაირღვეს პროფესიული ეთიკის კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა?

 

"ამჟამად საქართველოს საბანკო კანონმდებლობა და საბანკო მომსახურება უზრუნველყოფს ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ადვოკატებს აქვთ საშუალება კლიენტის მინდობილი თანხები ცალკე ანგარიშზე აღრიცხონ. ამით ადვოკატი ერთის მხრივ ასრულებს პროფესიის რეგულირებისთვის მნიშვნელოვან სტანდარტს, მეორეს მხრივ უფრთხილდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესს, ვინაიდან კლიენტის თანხები, გამოსაყენებლი ტრანზაქციებისთვის ამ ფორმით ადვოკატთან დაცული იქნება. გარიგებებისთვის ადვოკატებისთვის ნომინალური მფლობელობის ანგარიშით სარგებლობა ხელს უწყობს ტრანზაქციების უსაფრთხოებას, სიმარტივეს. ასევე, მიღწევადია ის ლეგიტიმური მიზანიც, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია თავიდან იქნეს აცილებული."

- მითითებულია  ეთიკის კომისიის რეკომენდაციაში.

 

რეკომენდაცია სრულად იხ. ბმულზე  https://gba.ge/pdf/5dcbe0a965ffc.pdf/rekomendacia%20010-19.pdf