პარლამენტმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა 398 2019.11.14
პარლამენტმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. 

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

 სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. 

 

 

 მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგეგმებოდა.

 

პოლიტიკაში საარჩევნო სისტემის სამი სახე არსებობს

1. მაჟორიტარული

2. პროპორციული

3. შერეული

 

საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ბარიერი, პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ. საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია საარჩევნო ფორმულა, რომელიც მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს.

 

პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში, 1889 წელს გამოიყენეს. დღეისათვის არჩევნების სწორედ ეს ფორმა მოქმედებს 50‐ზე მეტ ქვეყანაში. 

პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან რამდენიმე კრიტერიუმით განსხვავდება. ესენია, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისა და პარტიებს შორის მანდატების განაწილების წესები. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად არის დაყოფილი და რა თქმა უნდა, არის თუ არა დადგენილი საარჩევნო ბარიერი.

 

არჩევნების პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. უფრო კონკრეტულად, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულია. რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს მიიღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს.

 

მაჟორიტარული სისტემა, თავის მხრივ, ფარდობით და აბსოლუტურ უმრავლესობის სისტემებად იყოფა.

პროპორციული კი პრეფერენციულ და პარტიული სიების სისტემად.

შერეული საარჩევნო სისტემა აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს.

თითოეულ ამ სისტემას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

 

საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საარჩევნო ფორმულაა, რომელიც განსაზღვრავს მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას.

სხვა სიახლეები
25 მაი

კანონპროექტი-ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამებს

22 მაი

რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

20 მაი

სხვაობა ხელფასში-ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ანაზღაურება

16 მაი

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს

15 მაი

რა არის პენსიის ინდექსაციის კანონპროექტი და რა წერია მასში?

05 მაი

იზოლაცია, როგორც დამატებითი საფრთხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

24 მარ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

23 მარ

საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა

18 მარ

საკარანტინო წესების დარღვევისათვის სანქცია დაგეკისრებათ?!

11 მარ

მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფის დ ე ბ უ ლ ე ბ ა