კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესი 291 2019.10.17
კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესი

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ იმ ძირითად რეგულაციებს განსაზღვრავს, რომელიც მშობელმა და სახელმწიფომ ბავშვთან ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინონ.

კონვენციის ძირითადი მუხლები ეხება ბავშვის სწორ განვითარებას და იმ საფრთხეებს რასაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაუცველობა შეიცავს.

სახელმწიფო აღიარებს ბავშვის უფლებას, რომ მონაწილეობდეს თამაშებსა და გასართობ ღონისძიებებში, რომლებიც შეესაბამება მის ასაკს, და თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებასა და ხელოვნებაში.

ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ პატივისცემა ბავშვის უფლების მიმართ შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.

კონვენცია იცავს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი.

მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.

დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოიცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნველ პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის.

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე.

მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა:

ბავშვის პიროვნება, ნიჭი და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება სრული მოცულობით განვითარდეს;

ბავშვი მომზადდეს თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის გაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის სულისკვეთებით;

კონვენციის ძირითადი დაცვის ობიექტი ბავშვის ფსიქო-ემოციური, კოგნიტური და ფიზიკურ განვითარებაა, რომელიც როგორც მშობლებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს.

ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, მისი ღირსების თუ რეპუტაციის პატივისცემა, ბავშვის ინდივიდუალობის შენარჩუნება და საზოგადოებაში ისეთი ფორმით რეალიზება, რომ მისთვის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდეს, კანონით დაცულია. 

სხვა სიახლეები
12 ნოე

აზარტული თამაშობების შესახებ არსებული კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული შედეგები

12 ნოე

სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

04 ნოე

 საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მიღების შესახებ კანონი გამკაცრდა

02 ნოე

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა

30 ოქტ

პარკირების საფასური და ჯარიმის ჩაბარების ახალი წესი

25 ოქტ

მამობის დადგენა და მასთან დაკავშირებული ბავშვის უფლებები

16 ოქტ

პროფესიული სტაჟირება გერმანიაში

11 ოქტ

ავტომობილით 12 წლამდე ასაკის ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა შესაძლოა აიკრძალოს

10 ოქტ

დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება

09 ოქტ

დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციები