ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები 3002 2019.02.02
ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში სსკ)  გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები.

აღნიშნული ბლოგის ფარგლებში განვიხილავთ სსკ 452-454 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულების შეწყვეტის  შემთხვევებს:

სსკ-452 მუხლის თანახმად:

1. ვალდებულების შეწყვეტა, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღჩნდება

აღნიშნულ შემთხვევას კონფუზია ეწოდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. სამოქალაქო სამართალში გხვდება კონფუზიის სხვადასხვა შემთხვევები.

მაგ: კონფუზია შეიძლება იყოს, როდესაც მოვალის სამკვიდრო ქონებას იღებს კრედიტორი ისეთი პირობების არსებობისას, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებას სწორედ სამკვიდრო ქონების, მის საკუთრებაში გადაცემა იყო.

სსკ-453 მუხლის თანახმად:

1.მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

2.კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.

აღნიშნულ მუხლში აქცენტი გაკეთებულია მოვალის ან კრედიტორის პიროვნებაზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენად არსებით პირობას წარმოადგენს კრედიტორის ან მოვალის პიროვნება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობის მიზნებისათვის. შესაბამისად მოცემული მუხლი ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან უფლებამონაცვლეობა  გამორიცხულია.

მაგ: მხატვარ ა-სა და ბ-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად ა-ს უნდა დაეხატა ბ-ს პორტრეტი. შეთანხმებიდან მეორე დღეს მხატვარი ა გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდება, რადგან მოცემული ვალდებულების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული პორტრეტი პირადად ა-ს უნდა დაეხატა. ანალოგიურად შეწყდებოდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ბ-ს გარდაცვალების შემთხვევაში, რადგან ა-ს ვალდებულება იყო სწორედ ბ-ს პორტრეტის დახატვა.

სსკ-454-ე მუხლის შესაბამისად:

იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

აღნიშნულ მუხლით გათვალისწინებულია იურიდიული პირის ლიკვიდაცია. აქ იგულისხმება, იურიდიული პირის როგორც მოვალის, ვალდებულების შეწყვეტა.  სსკ 454-ე მუხლი, განსხვავებით სსკ 453-ე მუხლისგან, არაფერს ამბობს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება, რომელიც კრედიტორი არის. თუმცა აღნიშნული საკითხი სპეციალური კანონებით მაგალითად მეწარმეთა შესახებ კანონით არის მოწესრიგებული.

იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ქონება არ ეყო რომელიმე კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებას და ისე მოხდა მისი ლიკვიდაცია, მაშინ შესაბამისი შედეგის ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იქნეს განხილული. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კრედიტორის რისკი იყო, დაიკმაყოფილებდა თუ არა იგი მოთხოვნას და, შესაბამისად იურიდიული პირის ლიკვიდაციით მოხდა მისი შესაბამისი ვალდებულების შეწყვეტა, ხოლო აღნიშნული ვალი კი შესაძლოა საგადასახადო მიზნებისათვის კრედიტორმა უიმედო ვალების რეგულაციას დაუქვემდებაროს. მეორე მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირის ვალდებულება კვლავ არსებობს, უბრალოდ იგი განუხორციელებელი არის.

სხვა სიახლეები
30 ნოე

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

24 ნოე

რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

17 ნოე

რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

17 ნოე

რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

02 ნოე

იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

30 ოქტ

უწყინარი კომპლიმენტი თუ პერსონალური მონაცემების დარღვევა?

28 ოქტ

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

27 ოქტ

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?