უცნაური მიზეზები განქორწინებისთვის1228 2012.10.18
უცნაური მიზეზები განქორწინებისთვის
განქორწინება წარმოადგენს ქორწინების საბოლოო გაუქმებას, რომელიც აძლევს მხარეებს განმეორებით ქორწინების საშუალებას ქვეყნის კანონებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ახლა კი გთავაზობთ, რამოდენიმე უცნაურ მიზეზს განქორწინებისთვის: 1. ტაივანის სასამართლომ ქალს განქორწინება მისცა, რადგან ქალმა უარი განაცხადა მისი ქმრის კატასთან ერთად ძილზე. კატის გამო სკანდალებმა ოჯახური ცხოვრება კოშმარად აქცია. საქმე იმაშია, რომ ქმარმა კატა “საჭირო ოთახში სიარულს” ყველგან მიაჩვია. ლოგინშიც კი. მეუღლე ამას 1 წლის განმავლობაში კიდევ როგორღაც ითმენდა, მაგრამ საბოლოოდ აევსო მოთმინების ფიალა და განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. 2.ერთ თურქ ქალს მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც არ უყვარდა.. ერთად 15 წელი იცხოვრეს. ქალი ძალიან წუხდებოდა მამაკაცის ჩვევებით, განსაკუთრებით დღეში 3-ჯერ შხაპის მიღებით და ერთხელაც მასთან განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ფულის დაკარგვა არ უნდოდა. კევსერ ბაბატცუმ ასეთი რამ მოიგონა: როდესაც მეუღლემ ტანზე გაიხადა და საბანაოდ შევიდა სააბაზანო ოთახში მან იგი ჩაკეტა. ორხან ბაბუტცუმ მანდ არც მეტი , არც ნაკლები 3 წელი გაატარა. საჭმელს ძაღლის თეფშზე უყრიდა, სახლში საყვარლები მოჰყავდა და მოუთმენლად ელოდა, როდის მოკვდებოდა მისი მეუღლე და მთელი ქონება მას დარჩებოდა.მაგრამ ვერ ეღირსა. გაიგეს მეზობლებმა და ამის შესახებ ორხანას დედას შეატყობინეს, მან კი -პოლიციას. როდესაც ქალი დააკავეს, მან თავისი საქციელი შემდეგ ნაირად ახსნა: “მე მეგონა, რომ იგი საშიში გიჟია! აბა ნორმალური ადამიანი დღეში 3-ჯერ შხაპს მიიღებს?” 3.შვედეთში ცოლის განქორწინების მუქარისგან ძალიან გაბრაზებულმა ქმარმა თავიანთი საერთო ქონება გაყიდა, აღებული ფული კი მთლიანად დაწვა - დაახლოებით 81, 3- ათასი დოლარი. სასამართლომ კაცი გაამართლა. ცოლი კი მაინც გაექცა. 4.ორმა ჩინელმა რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთმანეთიც და მოსამართლეც დატანჯეს, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა. მათ ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს ვის უნდა დარჩენოდა მოტოციკლეტი, კომპიუტერი, ვიდეოკამერა და სახლი. მოსამართლე ძალიან დაიღალა ამ ყველაფრისგან და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო- ქონება უნდა გაეტანათ აუქციონზე და მონაწილეობა უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა მიეღოთ. ვინც მეტ თანხას შესთავაზებდა, ნივთიც მისი იყო- ხოლო მეორეს თანხა ეძლეოდა. 5.მუსულმან კაცს შეუძლია ცოლს გაეყაროს თუ მას ამის შესახებ 3-ჯერ განუცხადებს. ( მაგ: 3-ჯერ უნდა უთხრას ” მე შენ გშორდები” ) ეხლა კი ამის გაკეთება უკვე SMS-ის მეშვეობითაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ეს საუდის არაბეთის და მალაიზიის კანონმდებლობით დასაშვებია.ეს გადაწყვეტილება დებატების შემდეგ მიიღეს, რომელშიც მთავრობის წევრები, სამართალდამცავები და ისლამის სასულიერო პირები იღებდნენ მონაწილეობას. ელექტრო პროცედურების მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ, რომ იგი ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება, თუმცა ეს პროცედურა დღეისათვის უკვე დაშვებულია.