რა შედეგი შეიძლება მოყვეს გარიგებაში შეცდომის არსებობას973 2012.10.19
რა შედეგი შეიძლება მოყვეს გარიგებაში შეცდომის არსებობას
დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო გარიგების მნიშვნელობაზე და მის სწორად და სტრუქტურულად გამართულად დადებაზე. იცოდეთ, რომ გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. რაც შეეხება შესაძლო შეცდომებს, რაც შეიძლებაში გარიგებაში მოხდეს, ეს კანონითაც კი არის განსაზღვრული და გვაქვს ჩამონათვალიც: არსებით შეცდომად ითვლება, როცა:პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არსებითი შეცდომების ჩამონათვალია.