საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ლევან მარეხიშვილი
ადვოკატი

ლევან მარეხიშვილი შემოუერთდა საადვოკატო ბიუროს "OK & CG" გუნდს.

2015 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2025 წელს კი ასევე წარმატებით ჩააბარა და მიიღო არასრულწლოვანთა სპეციალიზაცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. შემდგომ, 2020 წელს ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

თავდაპირველად, 2014 წლიდან პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2016-2017 წლებში იყო სტაჟიორ-პროკურორი საქართველოს პროკურატურაში.

 

2018-2019 წლებში საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლად და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად.

 

2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციაზე.

 

ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე.

 

პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში, ლევანს წარმატებით აქვს გავლილი არაერთი ტრენინგი და პროფესიული კურსი - მაგალითად, ის 2022 წელს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, MASHAV-ის პროექტის გამარჯვებულია.

ლევანი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

info@myadvokat.ge (032) 2 47 67 67 / (032) 2 47 87 87