საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ნანა კორთხონჯია
პარალეგალი & ოფის-მენეჯერი

ნანა კორთხონჯია - პარალეგალი & ოფის-მენეჯერი

ნანა კორთხონჯია არის იურიდიული კომპანიის „OK & CG“ ოფის-მენეჯერი და სამართლის ბაკალავრი.

იურიდიული პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება

მიმდინარე პოზიციები:

• ოფის მენეჯერი | იურიდიული კომპანია „OK & CG“ (2024 წლის სექტემბერი – დღემდე) - უზრუნველყოფს ოფისის ადმინისტრაციულ მართვას, საორგანიზაციო პროცესების კოორდინაციასა და კლიენტებთან კომუნიკაციას.

პროფესიული პრაქტიკა და აქტივობები:

• ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი - აქტიური მონაწილე/ასისტენტი (2023–2024)
• საგანმანათლებლო პროექტები და იმიტირებული პროცესები - მონაწილე ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში

განათლება და აკადემიური მიღწევები

განათლება:

  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.) - ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (დაამთავრა 2024 წელს).

info@myadvocate.ge(032) 2 47 67 67 | (032) 2 47 87 87