საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ნინო ბედოიძე
უმცროსი ადვოკატი

ნინო ბედოიძე - უმცროსი ადვოკატი, სერტიფიცირებული მედიატორი

ნინო ბედოიძე არის იურიდიული კომპანიის „OK & CG“ უმცროსი ადვოკატი, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი და კერძო სამართლის მაგისტრანტი.

იურიდიული პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება

მიმდინარე პოზიციები:

• უმცროსი ადვოკატი | იურიდიული კომპანია „OK & CG“ (2024 – დღემდე) - ჩართულია იურიდიული კონსულტაციების, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისა და საქმისწარმოების პროცესში.

პროფესიული სტაჟირება და პრაქტიკა:

• ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი (2023)
• ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი" - სტაჟიორი (2023)
• სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ - სტაჟიორი (2022)

განათლება და აკადემიური მიღწევები

განათლება:

• კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2025 – დღემდე).

• სამართლის ბაკალავრი (LL.B.) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2019–2023).

სერტიფიკატები და პროფესიული ტრენინგები

• საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (2023), ადვოკატის სტატუსის მინიჭება და დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (2024).


• სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ (TCJ): სასერტიფიკატო კურსი „მიწის რეგისტრაცია“ (2024).

n.bedoidze@myadvocate.ge(032) 2 47 67 67 | (032) 2 47 87 87