საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ანა მღვდელაძე
იურისტ-კონსულტანტი & სოც. მედიის მენეჯერი

ანა მღვდელაძე - იურისტ-კონსულტანტი, სერტიფიცირებული მედიატორი და SMM მენეჯერი

ანა მღვდელაძე არის იურიდიული კომპანიის OK & CG იურისტ-კონსულტანტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სერტიფიცირებული მედიატორი და კერძო სამართლის მაგისტრი.

იურიდიული პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება

მიმდინარე პოზიციები:

• იურისტ-კონსულტანტი | იურიდიული კომპანია „OK & CG“ (2023 – დღემდე) - ჩართულია იურიდიული კონსულტაციის პროცესებსა და დოკუმენტაციის მომზადებაში, სამართლებრივ კვლევებსა და საქმისწარმოების პროცესში.

• სოციალური მედიის მენეჯერი | „OK & CG“ (2023 – დღემდე) - ხელმძღვანელობს კომპანიის ციფრულ კომუნიკაციებს, სამართლებრივი კონტენტის შექმნასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.

• სასამართლო მედიატორი | თბილისის საქალაქო სასამართლო (2023 – დღემდე) - უძღვება სამედიაციო პროცესებს და ეხმარება მხარეებს დავების მოგვარებაში.

• მოწვეული ტრენერი | სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ (TCJ) (2024 – დღემდე) - უძღვება ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს იურიდიული და პრაქტიკული მიმართულებებით.

• ტექნიკური რედაქტორი | დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) (2022 – დღემდე) - უზრუნველყოფს დარგობრივი სამართლებრივი გამოცემებისა და ნაშრომების რედაქტირებას.

პროფესიული სტაჟირება და პრაქტიკა:

• სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ - სტაჟიორი (2022)
• იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატი“ - სტაჟიორი (2022)
• მცხეთის რაიონული სასამართლო - პრაქტიკანტი (2022)
• დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი - სტაჟიორი (2021–2022)

განათლება და აკადემიური მიღწევები

განათლება

• კერძო სამართლის მაგისტრი (LL.M.) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2023–2025).

• სამართლის ბაკალავრი (LL.B.) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2019–2023).

პუბლიკაციები და სამეცნიერო მოღვაწეობა

• სამეცნიერო სტატიის ავტორი:„მედიატორის მომსახურების საფასურისა და პროცესის ხარჯების სამართლიანი განაწილების პრინციპის რეგულირების საკითხისათვის“ (გამოქვეყნებულია გამოცემაში: დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული, TSU, 2022).

• სამეცნიერო სტატიის მთარგმნელი: „მედიაციის ფსიქოლოგია: პიროვნულობისა და თვითიდენტობის საკითხი და IDR ციკლი“ (გამოქვეყნებულია გამოცემაში: დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული, TSU, 2023).

სერტიფიკატები და პროფესიული ტრენინგები

• საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება (2026 წ.).
• სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“: მედიატორთა სერტიფიცირების სამსაფეხურიანი პროგრამა და პრაქტიკული უნარების სერტიფიკატი (2022–2023).
• NCADR: მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი (2022).
• სპეციალიზებული კურსები: სააღსრულებო წარმოება (აღსრულების ეროვნული ბიურო), უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია, სახელშეკრულებო სამართალი (საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა).
• Coursera / Project Network:Create a Website Using WordPress (2024).
• Alterbridge: მასტერკლასი მასობრივ კომუნიკაციაში - „კომუნიკაციის ეფექტიანობა“ (2023).

ენების ფლობა

• ქართული - მშობლიური / C2
• ინგლისური - თავისუფლად / B2
• რუსული - B1
• გერმანული - A2
• ესპანური - A1/A2

info@myadvocate.ge(032) 2 47 67 67 | (032) 2 47 87 87