ლიზინგი (ფინანსური იჯარა)
თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად. ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას), თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მი...
1986 ვრცლად ნახვა
კულტურული ფასეულობა
შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მ...
970 ვრცლად ნახვა
მესაკუთრე
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.
921 ვრცლად ნახვა
15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე
15 მარტს მთელი მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. მისი აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყეს, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან მოდის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლილას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის 4 ძირითადი უფლება: უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება;...
2064 ვრცლად ნახვა
სამართალი და ზნეობა
"ზნეობა გარკვეულწილად ავსებს სამართალს და ასრულებს დამხმარე ფუნქციას იმ მიზნების მიღწევაში რასაც სამართალი ესწრაფვის" – ასე აჯამებს თავის ნაშრომს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტი გურამ სუხაშვილი. რეფერატში, რომელიც ეხება სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, განხილულია თუ რა პარამეტრებით განსხ...
3161 ვრცლად ნახვა
კრედიტორი
პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).
2428 ვრცლად ნახვა
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი.
929 ვრცლად ნახვა
კვალიფიკაციის ამაღლება
სწავლების პროცესი, რომლის მიზანია გარკვეულ სფეროში კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ახალი პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
885 ვრცლად ნახვა
კვალიფიკაცია
კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო.
1050 ვრცლად ნახვა