კვალიფიკაცია
კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო.
1276 ვრცლად ნახვა
კერძო პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
2200 ვრცლად ნახვა
უზენაესი სასამართლოს განმარტება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413–ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა ნ. ს–ძის სარჩელს, რომლითაც იგი მოპასუხისგან მოითხოვდა ხანძრის შედეგად ქონების განადგურებით გამოწვეული მორალური ზიანი...
1381 ვრცლად ნახვა
პატიმრობა ხმამაღალი სიცილისათვის
ხმამაღალი სიცილისათვის ლონგ–აილენდზე მცხოვრები 41 წლის რობერტ შიაველი დაისაჯა. მას სასამართლომ 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. შიაველის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს. ისინი რობერტს ხმამაღალი სიცილით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. 41 წლის მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრ...
1063 ვრცლად ნახვა
კომერციული რეკლამა
რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
2247 ვრცლად ნახვა
კოლექტიური ხელშეკრულება
ხელშეკრულება დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.
1925 ვრცლად ნახვა
კლირინგი
მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის
2192 ვრცლად ნახვა
კომპენსაცია
პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური. მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა. პირის ყოველთვ...
1268 ვრცლად ნახვა
საკანონმდებლო მაცნე ბეჭდური სახით ბრუნდება
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, „საკანონმდებლო მაცნე", რომელიც უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ელექტრონული სახით ფუნქციონირებდა, იურიდიული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას განაახლებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მაცნეში" სტამბის ამოქმედების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ჩატარებული კვლევის შედეგად იურიდიული ტექსტები...
1509 ვრცლად ნახვა