პროფესიული საიდუმლოება
აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავ...
1304 ვრცლად ნახვა
პირის იდენტიფიკაცია
პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.
3417 ვრცლად ნახვა
პირადი საიდუმლოება
პირადი ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომლის საიდუმლოობის დაცვასაც მოითხოვს კანონი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია და გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.
1935 ვრცლად ნახვა
სათამაშო ბიზნესი სპეციალურ ზონებში გადავა?
სათამაშო ბიზნესმა, შესაძლოა, სპეციალურ ზონებში გადაინაცვლოს.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ არსებულ კანონმდებლობას გადახედავს. კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, კომისიის შექმნის მიზეზი, 2013 წლის 5 მარტს, პარლამენტში შესული პეტიცია გახდა...
1138 ვრცლად ნახვა
იპოთეკური სესხები 630 000 ოჯახის პრობლემა აღმოჩნდა
როგორც აღმოჩნდა, იპოთეკური სესხები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის მტკივნეული საკითხი. ახლახანს ბრიტანეთში გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის თანახმადაც 630 000 ბრიტანული ოჯახის იპოთეკური ვალი აღემატება მათი საცხოვრებელი სახლის ღირებულებას. ბრიტანეთის ფინანსური უწყებები აფრთხილებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი სესხების აღებისაგან, რადგან კიდევ უფრ...
1140 ვრცლად ნახვა
პრეტენდენტი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დაფინანსება ფონდის სახსრებიდან და ამ მიზნით მონაწილეობს საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შესარჩევ კონკურსში. საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გადაიხადა სატენდერო მოსაკრებელი.
1227 ვრცლად ნახვა
პრევენცია
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას.
971 ვრცლად ნახვა
პოლიტიკური თანამდებობის პირი
ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
1963 ვრცლად ნახვა
პოლიტიკური ზეწოლა
არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით.
1032 ვრცლად ნახვა