პარლამენტის ბიუროს სხდომა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე1415 2012.10.18
პარლამენტის ბიუროს სხდომა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე
2012 წლის 23 აპრილის გაიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 2012 წლის 27 აპრილამდე გასტანს. მესამე მოსმენით კენჭი ეყრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს, კერძოდ, საუბარია სსკ-ს 55-ე მუხლზე. კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსიდან შეიძლება ამოღებულ იქნესაღნიშნული მუხლი, რომელიც არეგულირებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე მესამე მოსმენით კენჭი ეყრება : საქართველოს კანონის პროექტს “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემას ან მიღებას მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ) საქართველოს კანონის პროექტს “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” . (კანონპროექტის თანახმად, საბანკო საქმიანობაში კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი.) საქართველოს კანონის პროექტს “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ფუნქცია აღარ იქნება საქართველოს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის ღონისძიებების ხელშეწყობა) საქართველოს კანონის პროექტს “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. (კანონპროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან“ 195–ე მუხლის ამოღებას, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მონოპოლიური საქმიანობისათვის და კონკურენციის შეზღუდვისათვის) გარდა აღნიშნულისა, 2012 წლის 23-27 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყრება სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რომელთა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილით საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდის შემდეგ მისამართზე: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=57
სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება