2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოში სამედიცინო მედიაციის სამსახური ამოქმედდა1644 2012.10.18
2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოში სამედიცინო მედიაციის სამსახური ამოქმედდა
2012წლის 01მარტიდან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილიცვლილებების მიხედვით, საქართველოში სამედიცინი მედიაციის სამსახური ამოქმედდა. სამედიცინო მედიაციის სამსახური წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს, რომლის ფუნქციაა პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა.

სამედიცინო მედიაციის სამსახური კომპეტენტურ დავის განმხილველ ორგანოს წარმოადგენსსახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავებზე. ამასთანავე, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.

სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება