საადვოკატო ბიურო აცხადებს ახალ პროექტს947 2012.10.18
საადვოკატო ბიურო აცხადებს ახალ პროექტს
საადვოკატო ბიურო „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“–ს ბლოგი მომხმარებელს სთავაზობს სიახლეებსა და მიმოხილვებს სამართლისა და კანონმდებლობის თემაზე. ბლოგის მკითხველები სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებული პირები არიან აქედან გამომდინარე ბიურო აცხადებს ახალ პროექტს. პროექტის თანახმად სტუდენტებს და პრაქტიკოს იურისტებს შეეძლებათ ბიუროს ვებ–გვერდზე – www.myadvokat.ge გამოაქვეყნონ თავიანთი სტატიები და ნაშრომები საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და გააცნონ მათი სამეცნიერო კვლევა ფართო საზოგადოებას. პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული სივრცის შექმნას, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებობა გაეცნოს მისთვის საინტერესო საკითხზე არსებულ კვლევასა და პუბლიკაციას, საქართველოს მოქმედი სამართლის თეორიასა თუ პრაქტიკულ საკითხებზე. ვებ–გვერდზე დასაშვებადთითოეული ნაშრომის განხილვა მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: • წარმოდგენილი სტატიის თემატიკა უნდა განეკუთვნებოდეს სამართლის სფეროს; • წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ან პრაქტიკოსი იურისტი; • სტატიის წერისას გამოყენებული შრიფტის ზომა უნდა იყოს 12, ხაზებს შორის დაშორება – 1,5. გვერდების მინიმალური რაოდენობა 7, მაქსიმალური – 15; • სტატიას დანართის სახით უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების ჩამონათვალი; • ნაშრომის მოწოდება უნდა მოხდეს ელ–ფოსტის მეშვეობით მისამართზე – info@myadvokat.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 (32) 2 47-67-67 ; +995 (32) 2 47-87-87 გისურვებთ წარმატებას!