პენიტენციურ სისტემაში ახალი აფთიაქები გაიხსნა967 2012.10.18
პენიტენციურ სისტემაში ახალი აფთიაქები გაიხსნა
გეგუთის, ქუთაისის და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 20 დეკემბერს, ლიცენზირებული აფთიაქები ამოქმედდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების შესაბამისი აფთიაქი ნებისმიერი ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის, საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიკამენტებით უსასყიდლო მომარაგებას უზრუნველყოფს. სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სისტემის სამოქალაქო სექტორთან გათანაბრება და სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.