№9 დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა1101 2012.10.18
№9 დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა
სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ამოქმედდა. ტაძარი გარდაბნის და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა და წირვა-ლოცვა აღავლინა. ეკლესიის მშენებლობასა და მის მოხატვაში მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ. მათ საშუალება ექნებათ სურვილისამებრ დაესწრონ საეკლესიო მსახურებას. №9 დაწესებულებაში ეკლესიის გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი დაესწრო.