შეიქმნა იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი1984 2012.10.17
შეიქმნა იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი
იურიდიული ენა მეცნიერულ ენათა რიგს განეკუთვნება. მასში ხშირია ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არაიურისტისათვის სრულიად უცხოა. აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ შეიქმნა ,,ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი”, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად მარტივი ენით აუხსნას იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეებს საკვანძო სამართლებრივ ცნებათა არსი. ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სასამართლო მოხელეებისათვის, რადგან დაეხმარება მათ სრულად მიიტანონ მოქალაქემდე მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია.