ფერთა ფსიქოლოგია 652 2012.10.16
ფერთა ფსიქოლოგია
ფსიქოლოგია ფაქტობრივად ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მეცნიერებაა. ფენომენი, რომელიც ადამიანის ქმედებას, ხასიათს, ქცევას, განწყობას განსაზღვრავს. ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებად ფერთა ფსიქოლოგიას მიიჩნევენ და ექიმების მხრიდან უძველესი დროიდან ხდებოდა მისი გამოყენებაფერთა თერაპიისას. მაგალითად, ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის ნაკადს (იგი თავის ავადმყოფებს წითელ ქსოვილს აფარებდა); ყვითელი – კურნავს ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებას. ძველ ადამიანებს ცოტა რამ ესმოდათ ფიზიკისა და სინათლის, და ჩვენც ფერის ზემოქმედებას მხოლოდ ინტუიციურად ვგრძნობთ. ადამიანებს არ უყვართ ყვითელი ყვავილების მიღება, უპირატესობას ანიჭებენ წითელ თეთრეულს და ქორწილში თეთრ კაბას. მათ სჯერათ, რომ ადამიანი, რომელსაც ვარდისფერი უყვარს, ინფანტილურია, ხოლო ცისფერთვალება ადამიანები უფრო წრფელები არიან. როგორ მოქმედებს ფერი? ფერი – ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების სხვადასხვა სიგრძის ნაკრები. ხოლო ტალღის სიგრძე საზღვრავს მის ფერს. ელექტრომაგნიტური ტალღები ურთიერთობაში შედიან ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურებთან – აძლიერებენ ან ამცირებენ მათ ვიბრაციას. აქედან გამომდინარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის ტალღები, ანუ სხვადასხვა ფერი – სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანის ამა თუ იმ ორგანოზე, მის ფსიქიკაზე. სამეცნიერო ლიტერატურაში იპოვით სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ცხრილებს, სქემებს და გრაფიკას მიკროორგანიზმებზე, მცენარეებზე და ადამიანზე. ზემოქმედებს რა თვალის ფერად გარსზე, ფერი აღიზიანებს განსაზღვრულ რეცეპტორებს. ახლა კი გამოყენების ხერხები. იმისავის, რომ დაწეროთ პოემა ან ნახევარი წლის ანგარიში, არ არის აუცილებელი ყოველ ოთახში ცისფერი შპალერი გააკრათ, იისფერი ავეჯი შეიძინოთ ამ შეიღებოთ ფრჩხილები იასამნისფრად. საკმარისია ბოლო მათგანი!. ინტენსიური, კაშკაშა ფერის დეტალები თვალში მოსახვედრია. ამიტომ, თუ “შეფთან” შეხვედრაზე მიდიხართ, აუცილებლად ჩაიცვით ცისფერი ბლუზა ან გაიკეთეთ ცისფერი შარფი. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – ხელმძღვანელობას აზრად არ მოუვა გამოგლანძღოთ. ფერთა თერაპიის გამოყენება უფრო იოლადაც შეიძლება – გამოჭერით ფერადი მუყაოსაგან ბანქოს მსგავსი 7 ნაჭერი, საჭიროებისამებრ აიღეთ ერთ-ერთი მათგანი და უყურეთ 7-10 წუთი. მაგალითად, გვიან საღამოს, როცა დეპრესია შეგახსენებთ თავს, გამოიღეთ ნარინჯისფერი “ბილეთი” და …ვიზუალურად შეისრუტეთ პოზიტივი. ეს ისე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი ხარზე

სხვა სიახლეები
05 ივნ

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

22 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

18 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

16 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“

09 იან

აფექტში ჩადენილი დანაშაული