პატოგენური ბიოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგი1626 2012.10.18
პატოგენური ბიოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგი
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური თუ სხვა ნებისმიერი პროგრესი გარკვეულწილად ზიანს აყენებს ბიოსფეროს, მაღალია ბუნების დაბინძურების სტატისტიკა, მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ხორციელდება ბიოუსაფრთხოების პროექტები და ქმედითი ნაბიჯები იდგმება კანონმდებლობაშიც. საქართველოს მასშტაბით ბიოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგს ახორციელებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული სამინისტროს დაქვემდებარებულსაკითხს მიეკუთვნება პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემის შექმნა. სამინისტრო მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. იგი მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს. პათოგენური ბიოლოგიური აგენტების რიცხვს მიეკუთვნება: ა) ინფექციურ სნეულებათა გამომწვევი მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, ვირუსები, ქლამიდიები, რიკეტსიები, სოკოები), უმარტივესები, ჰელმინთები, გენური ინჟინერიის მეშვეობით მოდიფიცირებულის ჩათვლით; ბ) ბიოლოგიური წარმოშობის შხამები; გ) ნებისმიერი წარმოშობის ობიექტები და მასალები (საველე, კლინიკური, სექციური), რომლებიც საეჭვოა ზემოთ ჩამოთვლილი აგენტების შემცველობაზე. და სხვა. სამინისტროს ასევე ადგენს საშიში ინფექციების გამომწვევების სიას, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება განახლებას, ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებაშია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შედგენა. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიებისათვის სამინისტრო შეიმუშავებს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, განსაზღვრავს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებზე მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს. აღნიშნული ლიცენზიის გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ნასამართლეობის ან ტერორიზმთან კავშირის გათვალისწინებით. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია.