სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში865 2012.10.18
სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში
საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” ანგარიში მოისმინეს. ომბუდსმენის ანგარიში ეხებაუფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ის ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების

სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ასევე პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დარღვევის ფაქტებს. გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ საანგარიშო წელს კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი და ამის ერთ–ერთ ძირითად მიზეზად კვლავ ტუბერკულოზი რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გიორგი ტურუშის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას კვლავ არაერთი პრობლემა გვხვდება. ყველაზე პრობლემურ სფეროდ კი, კვლავ სისხლის სამართალწარმოება რჩება. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვის საკითხი, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც სისტემურად მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსია. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარი იყო სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტებზე. მანვე განმარტა, რომ უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან. ომბუდსმენის ანგარიშში გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას. გიორგი ტუღუშის განცხადებით, წლის განმავლობაში გაიმართა მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში იყო პოზიტიური წინსვლაც, რაც ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება. გთავაზობთ სახალხო დამცველის “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” ანგარიშს. >>>სახალხო-დამცველის-ანგარიში